შალვა პაპუაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, ეს საკითხი არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის არც გიორგი გახარიას მხრიდან
გიორგი გახარიამ საკმაოდ ნათლად, ცხადად და გასაგებად თქვა ის, რაც იყო თავისი სათქმელი. პარლამენტი თავის გადაწყვეტილებაში, რომელიც შეეხებოდა უფლებამოსილების შეჩერებას, იყო ერთიანი და მათ შორის პრემიერ-მინისტრი იყო ამ პოზიციის დამცველი და მომხრე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ის, რაც გუშინ ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იყო კიდევ ერთი დადასტურება, თუ რასთან გვაქვს საქმე. ის ზეწოლა, მათ შორის ფსიქოლოგიური, რაც მიიტანეს მოსამართლეზე, თქვენ ამის მოწმე იყავით გუშინ. სხვა რომ ვერაფერი მოძებნეს, ოჯახის წევრებზე დაიწყეს საუბარი. ის, რომ მოხდა ამერიკის ელჩზე შეტევა. ამერიკის საელჩოს გვერდზე რა სიტყვებით მოიხსენიებენ ამერიკის ელჩს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგი არის დესტრუქცია და დესტაბილიზაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლოს განაჩენი ნიკა მელიასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღსრულდეს და ამის წინააღმდეგი არც ექსპრემიერი გიორგი გახარია ყოფილა.
„ვინმეს კითხვის ნიშანი უჩნდება რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს? ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაც ხომ იმას შეეხება, რომ თავის დროზე, ნიკა მელიამ არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ნოემბერში იქნა მიღებული, გირაოს გაზრდასთან დაკავშირებით. კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის გიორგი გახარიას მხრიდან, არ დგას ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...