გივი მიქანაძე: რადიკალური ოპოზიციის ქმედება არაა ბოიკოტი, ეს პირდაპირი გაგებით საბოტაჟია
ოპოზიციის ქმედება ეს არაა ბოიკოტი, ეს პირდაპირი გაგებით საბოტაჟია, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ორი კვირის წინ ევროპის საბჭოს ასამბლეამ მიიღო მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც პირდაპირ, სიტყვასიტყვითაა ნახსენები, რომ საპარლამენტო ოპოზციის მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმა. შეიძლება გაიგივდეს დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელ აქტად“, – აღნიშნა მიქანაძემ.
ამასთან, მისი თქმით, სწორედ ეს ფრაზაა ჩაწერილი ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომლის ნაწილიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. „ამ დოკუმენტით შეფასდა ოპოზიციის საბოტაჟური მოქმედება, რის მომსწრენიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვართ“, – განაცხადა მიქანაძემ.
მიქანაძე აცხადებს, რომ არაერთი მცდელობა იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციას, პარლამენტის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. „მათ ეს ვერ გამოუვიდათ, რადგან კონსტიტუცია და კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს, რომ 76 დეპუტატის არსებობის შემთხვევაში პარლამენტი არის ლეგიტიმური და ყველა არჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება. 2020 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში 90 დეპუტატმა ვცანით 150 დეპუტატის უფლებამოსილება. მათ შორის ნიკა მელიასი, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ის საბოტაჟის მდგომარეობაში იმმყოფება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
ხატია დეკანოიძე: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „დარბევის...