დიმიტრი ხუნდაძე: კარგია, თუ „რესპუბლიკელებს“ უკვე გაუჩნდათ პარლამენტში შემოსვლის სურვილი, მაგრამ პარლამენტი ერთჯერადი გამოყენების არ არის
კარგია, თუ „რესპუბლიკელებს“ უკვე გაუჩნდათ სურვილი, პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტი ერთჯრადი გამოყენების არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, საარჩევნო სისტემის გარდა, ქვეყნის წინაშე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც დგას, რომელებიც ერთობლივი მუშაობით უნდა გადაწყდეს და „რესპუბლიკური პარტიის“ ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ მათ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ.
„თუ პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის შემოდიან, ე.ი. მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და ბედი, და არა საკითხი ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევები. სასურველი და აუცილებელია, ოპოზიცია ასეთი საკითხების განხილვას ესწრებოდეს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საარჩევნო ცვლილებების განხორციელებისთვის „ქართული ოცნება“ მზად არის, ნულიდან 3 პროცენტამდე ბარიერის განხილვის კონტექსტში. ამ დიაპაზონში ვიმუშავებთ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან, ვინც პარლამენტში შემოვა და გადაწყვეტილება მათთან ერთად იქნება განხილული. მხოლოდ საარჩევნო თემატიკა არ არის ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხი, სხვა ბევრი საკითხია, რომელიც ერთობლივად უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პარტია პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევა, თუ პარლამენტში ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემით არჩევნების შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დათო ხომერიკი: ენმ-ის ოფისში შუშები ჩამსხვრეული დაგხვდა – გამოძიების იმედი არ მაქვს
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ფანჯრის მინა, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილის ბანერია გაკრული ჩამსხვრეულია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, ფანჯარას...
ნიკა მელია ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ: მისი განცხადება გამჭვირვალობის კანონზე არ მომისმენია, ცუდია
შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება [გამჭვირვალობის კანონზე] არ მომისმენია, ცუდია, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა...
დავით მათიკაშვილი: ნიკა გვარამია ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებას
რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს. ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დასწყებია....
იონათამიშვილი: მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და მძიმე დარტყმები მიაყენა “ნაცმოძრაობის” კლასტერს – ამას მაშინვე მოყვა რეაქცია, დღეს მათი ტელევიზიების საინფორმაციო გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა
თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც სჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი...
მამუკა მდინარაძე: “ნაცმოძრაობის” და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა ადამიანი, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას
სალომე ზურაბიშვილი მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის. „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა ადამიანი, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის...
მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ობიექტური მოცემულობების გათვალისწინებით გააკეთონ დასკვნები
მნიშვნელოვანი შეხვედრები ტარდება ლუქსემბურგში ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობით. ჩვენ გუშინ ვადევნეთ თვალი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. ბატონმა ბორელმა, სხვა საკითხებთან ერთად,...