PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებით, ზაზა გახელაძეს უკანონო სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოუტანა
ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის წინააღმდეგ გამოტანილი უკანონო განაჩენის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ.
„ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. ჩვენ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ამ მხრივ, გვინდა, ხაზი გავუსვათ რუსეთის, როგორც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე კონტროლის მქონე ქვეყნის, პასუხისმგებლობას, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაშია აღნიშნული“, – ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.
ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საპარლამენტო ასამბლეა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 იანვარს დაჭრეს და დააკავეს.
საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
ხატია დეკანოიძე: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „დარბევის...