გიგი უგულავა: მზად ვართ მეხუთე რაუნდში ვისაუბროთ, როდის და რა პირობებში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები
არსებითად ბოიკოტი გაგრძელდება. დიახ ერთ-ერთი მამოძრავებელი, საერთაშორისო წნეხი ხელისუფლებაზე ხორციელდება მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ საზოგადოება ითხოვს თავისუფლებას, სამართალსა და სამართლიან არჩევნებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა. .
მისი თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა დღის წესრიგში დგას.„ჩვენ ვართ მზად მეხუთე რაუნდში ვისაუბროთ, როდის, რა პირობებში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“, – აღნიშნა უგულავამ.
მისი შეფასებით, ისტორიული მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ამ დრომდე პარლამენტში არ შევიდა. „ამდენი ზეწოლის მიუხედავად, პოლიტიკურმა ოპოზიციამ შეძლო, თავისი გაიტანა და თქვა რომ სიყალბეში არ მივიღებთ მონაწილეობას. 51-მა დეპუტატმა დეკემბერში დაწერა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მხოლოდ 4 ადამიანი ჭირვეულობდა“, – აღნიშნა უგულავამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...