ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

მიქელაძე მელაშვილს: რატომ მივეცით ეს ტერიტორია, რა მუღამი იყო

პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაღებული ფარულ აუდიო და ვიდეო მასალას ასაჯაროებს. კერძოდ, მასალაში ივერი მელაშვილისა და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მიქელაძის საუბარია ასახული.

ამასთან მას ერთვის გრაფიკულად დამუშავებული კარტოგრაფიული მასალა, სადაც ნაჩვენებია საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

ჩანაწერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში, 2020 წლის 28 სექტემბერს, მის დაკავებამდე არის გაკეთებული. მელაშვილისა და მიქელაძის საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს. საუბარში მელაშვილის ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე.

ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ი.მ. ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

საუბრის დროს მიქელაძე მელაშვილის ეკითხება: „რატომ მივეცით ეს ტერიტორია, რა მუღამი იყო?“, რაზეც მელაშვილი პასუხობს: „ისეთი ადგილია, ეს ჩვეულებრივად ტექნიკურია, ეს გასწორდა. ეს აქ რომ ხატია, ეს არ ნიშნავს, რომ ასე არის. ეს არის სწორი ხაზებით“. მიქელაძე ასევე ეკითხება მელაშვილს, ახსენდება თუ არა აზერბაიჯანის მიერ მსგავსი ტექნიკური გადაწყვეტის გამოყენებას, რომლის შედეგადაც საქართველო მიიღებდა ტერიტორიებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სხვა თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერებას.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის 2 მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების, საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის 2  ფაქტი აღკვეთეს.უფლებამოსილი პირის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ექვს ჰერმეტულ შეფუთვაში განთავსებული 1 კილოგრამი და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა".სამართალდარღვევის მეორე ფაქტი, მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერებისას, გამოვლინდა. კერძოდ, საეჭვო შიგთავსის აღმოჩენის შემდეგ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც თელავივი - თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 91 ცალი ელექტროსიგარეტი აღმოაჩნდა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა-ამის შესახებ ინფორმაციას

ირაკლი კობახიძე “იგლ ჰილსის” ინვესტიციის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე: “ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს “ლელო”, გადააბარეს “ალტ ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული...

გვაქვს ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე და ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებულები არიან არაკეთილმოსურნეები და ისინი როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იმავეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში და საინტერესოა ერთი დეტალი, რაც კოორდინაციას კარგად აჩვენებს - კამპანია დააწყებინეს "ლელოს" და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "იგლ ჰილსის" ინვესტიციის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე საუბრისას, გადაცემაში "აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ "ლელოს" მიერ დაწყებული კამპანია, ახლა გადაბარებული აქვთ "ალტ ინფოს" და "პატრიოტთა ალიანსს", ასევე, პროცესებში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებიც არიან ჩართული.ირაკლი კობახიძის თქმით, "იგლ ჰილსის" წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ხელწერა და კოორდინაცია მარტივად იკითხება და კამპანიაში ჩართული ძალები უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც ნაკლი არ აქვს."თუ დააკვირდებით ბოლო ერთ-ორ კვირას, "ლელო" გაწეული ჰყავთ კამპანიიდან, ანუ, ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გასწიეს და ეს კამპანია გადააბარეს არსებითად კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად "ალტ ინფო", "პატრიოტთა ალიანსი". ანუ, კონკრეტული შავბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ. "ალტ ინფოზე" კონკრეტული მიზეზიც გითხარით, რომ ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ, მათ აქვთ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს რეალურად იმ პროცესებიდან, რომლებიც ვითარდება. ანუ, "ლელოს" დააწყებინეს, მერე გაწიეს "ლელო", გადააბარეს "ალტ ინფოს" და "პატრიოტთა ალიანსს", იქ ჰყავთ კიდევ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ჩართული - რეალურად, ძალიან მარტივად იკითხება აქაც ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ, ნაკლი არ აქვს. "არაბიზაცია" არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო - 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, რომლის ეკონომიკა წელს პირველად გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება - ყველაფერზე გავაკეთეთ განმარტება. რეალურად, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს ბარბარობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიყავთ.დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

ბოლო სიახლეები

დღეს ბარბარობაა