გივი მიქანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოპოზიცია დააბნია
ოპოზიცია არის სრულიად სასოწარკვეთილებაში, – ამის შესახებ „იმედის ფაქტორის“ ეთერში გივი მიქანაძემ განაცხადა.პარლამენტის წევრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მმართველი გუნდის ოპონენტები დააბნია.
„ისინი არიან დაბნეული და ხედავენ, რომ ადამიანმა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ურთულეს პერიოდში, გამარჯვებით მოვიდა და გარდამტეხი ცვლილებები შემოიტანა ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიულობის განვითარების კუთხით, ამ ადამიანმა საკუთარი ნებით, მას შემდეგ რაც მის მიერ შექმნილ და ჩამოყალიბებულ გუნდს მესამედ ქართულმა მოსახლეობამ გამოუცხადა ნდობა და ქვეყნის სათავეები ანდო, გადადგა ნაბიჯი და თქვა, რომ გუნდი უკვე შეკრულია, გუნდი არის პროფესიონალები დაკომპლექტებული, გუნდი არის გამოცდილი და ამ გუნდს შეუძლია ქვეყანა იმ სწორ მიმართულებაზე წარადგინოს და გაუძღვეს, რასაც ქვეყნის შემდგომი განვითარება მოჰყვება“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია იმ სცენარით მოქმედებს, რომელზეც „ქართული ოცნების“ წევრები ჯერ კიდევ არჩევნებამდე დეტალურად ჰყვებოდნენ.
„დემოკრატიის კულტურა საზოგადოებაში გაზრდილია და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყნის მომავლის ბედი წყდება იმ საარჩევნო ყუთებთან, სადაც მათ თავისუფალი არჩევნის გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...