ოპოზიცია ორ დიდ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: ერთ ნაწილს, შეიძლება, გულწრფელი პროტესტი ჰქონდა რაღაცასთან დაკავშირებით, გაუცნობიერებით გამოწვეული. მეორე შემთხვევაში გვაქვს მანკიერი, არაგულწრფელი დამოკიდებულება იმის გამო, რომ ვიღაცას არ უნდოდა ლოდინი, რომ 4 წელი ოპოზიციაში ყოფილიყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.
„ამ ნაწილს პირდაპირ უნდოდა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანა და ამით ესარგებლა. მათ კარგად იციან, რომ ბევრ შემთხვევაში, უფრო მომგებიანია, რაღაც მანიპულაციების გზით გადაფარონ ის რაც დასტურდება, რაც ერთმნიშვნელოვნად, ფაქტია. მას შემდეგ, რაც იყო შეთავაზება, რომ 1%-იანი მერყეობის დაფიქსირების შემთხვევაში, ამაზე არ იყო მათი რეაქცია, რომ ეს აწყობთ ან არ აწყობთ და თუ არა. ამაზე მათი პასუხი იყო, რომ ვიღაცას ტონი არ მოეწონა, ან განცხადების გაკეთების დრო“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.