იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც მთლად ასფალტზე არა, მაგრამ ძალიან კენჭიან მოედნებზე ვთამაშობდით და პინცეტით ფეხიდან ქვებს ვიღებდით, დღეს კი საქართველოს მასშტაბით 14 ულტრათანამედროვე სტადიონი გვაქვს, – ამის შესახებ რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ყველას ჰგონია, რომ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის დახმარება მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის, ძალიან სერიოზული ფინანსური დახმარება იყო, პროექტები ფინანსდებოდა.
ნაკრების მოთამაშეები, როდესაც თავისი კლუბებიდან მოდიოდნენ, იმ კვირის ხელფასს უკავებდნენ და იმის კომპენსაციაც ხდებოდა, ანუ ამ უზარმაზარი ინვესტიციის ჩადება ბევრი მიმართულებით მიდიოდა.
მსოფლიო რაგბში ამხელა ინვესტიცია არც ერთ ქველმოქმედს არ ჩაუდია, ეს დაინახა მსოფლიოს რაგბმაც და ბატონი ბიძინა მსოფლიო რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა“, – განაცხადა გია ნიჟარაძემ.