ალექსანდრე გოგინავა: უმჯობესია, იანვარში ისევ იყოს შეზღუდვები, რათა გაზაფხულზე ბევრად უფრო მსუბუქი შეზღუდვების პირობებში მოგვიწიოს ცხოვრება
იანვრის ბოლომდე თუ მივედით ისე, რომ სტაბილური კლება იქნება და არ იქნება 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, თებერვლიდან იქნება, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ზოგადად, შეზღუდვები, რა თქმა უნდა, უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, არ შემსუბუქდეს ისეთ დროს, როდესაც ახალი შემთხვევების ზრდის მაღალი რისკია. ამიტომ, ზამთრის პერიოდსა და იანვრის პერიოდში მაინც უმჯობესია, ისევ იყოს შეზღუდვები, რათა შემდეგ გაზაფხულზე ბევრად უფრო მსუბუქი შეზღუდვების პირობებში მოგვიწიოს ცხოვრება.
შეზღუდვების გახანგრძლივება, სანამ საბოლოოდ არ დავინახავთ რამდენად სტაბილურია ეპიდსიტუაცია, ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის გამართლებულია. თუ ჩვენ იანვრის ბოლომდე სტაბილურად მივედით ისე, რომ სტაბილური კლება იქნება და არ იქნება 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, რა თქმა უნდა, თებერვლიდან შესაძლებელი იქნება, რომ შეზღუდვები ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოიხსნას“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი 2020 წლის 28 ნოემბერს ამოქმედდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 239 780 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 796 მოქალაქე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების...