მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა დიდი ქველმოქმედება განახორციელა და ამასთან, ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა
მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დიდი ქველმოქმედება განახორციელა და ამასთან, ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განაცხადა.
„ძალიან ცუდი ტრენდი დამკვიდრდა, როგორ უნდა გაუფერულდეს უპრეცედენტო ქველმოქმედება. ოპოზიციური და ოპოზიციური მედიის შემადგენელი ტრენდის ნაწილია ზოგადად მომავლისთვის, სურვილის გაქრობა. ალბათ, ადამიანს სურვილს დაუკარგავთ ელემენტარული ქველმოქმედებისას, იმდენად ცუდად ვექცევით ამ ადამიანს, როცა მის ქველმოქმედებაზე ასეთ მიბმებს ვაკეთებთ ხოლმე, ძალიან ცუდ კონტექტსში. არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელსაც დამისახელებთ, რომ მიახლოებულად მსგავსი ქველმოქმედება განეხორციელებინოს ამ ქვეყანაში, შეგიძლიათ თუ არა? – ვერ შეძლებთ, გამორიცხულია, რადგან ეს ასეა, ერთადერთია, რომელმაც ამ მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა.
მეორე მხრივ, როცა დღეს ქონების და აქტივების უდიდესი ნაწილი, საქველმოქმედო ფონდს გადასცა, კითხვაც კი დამისვეს თქვენმა კოლეგებმა, სახლს თუ გადასცემსო, მის სახლს, თავის კერძო საკუთრებას გადასცემს თუ არა, საქველმოქმედო ფონდსო. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი, ამ კითხვას და ამ დამოკიდებულებას, ბევრი განმარტება არ სჭირდება, არც იმის ახსნა, რამხელა მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა და რამდენად უზრუნველყო კონკრეტულად ამ ადამიანმა, რომ ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზაზე დამდგარიყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...