მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა დიდი ქველმოქმედება განახორციელა და ამასთან, ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა

Read Time:48 Second

მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დიდი ქველმოქმედება განახორციელა და ამასთან, ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განაცხადა.

„ძალიან ცუდი ტრენდი დამკვიდრდა, როგორ უნდა გაუფერულდეს უპრეცედენტო ქველმოქმედება. ოპოზიციური და ოპოზიციური მედიის შემადგენელი ტრენდის ნაწილია ზოგადად მომავლისთვის, სურვილის გაქრობა. ალბათ, ადამიანს სურვილს დაუკარგავთ ელემენტარული ქველმოქმედებისას, იმდენად ცუდად ვექცევით ამ ადამიანს, როცა მის ქველმოქმედებაზე ასეთ მიბმებს ვაკეთებთ ხოლმე, ძალიან ცუდ კონტექტსში. არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელსაც დამისახელებთ, რომ მიახლოებულად მსგავსი ქველმოქმედება განეხორციელებინოს ამ ქვეყანაში, შეგიძლიათ თუ არა? – ვერ შეძლებთ, გამორიცხულია, რადგან ეს ასეა, ერთადერთია, რომელმაც ამ მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა.

მეორე მხრივ, როცა დღეს ქონების და აქტივების უდიდესი ნაწილი, საქველმოქმედო ფონდს გადასცა, კითხვაც კი დამისვეს თქვენმა კოლეგებმა, სახლს თუ გადასცემსო, მის სახლს, თავის კერძო საკუთრებას გადასცემს თუ არა, საქველმოქმედო ფონდსო. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი, ამ კითხვას და ამ დამოკიდებულებას, ბევრი განმარტება არ სჭირდება, არც იმის ახსნა, რამხელა მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა და რამდენად უზრუნველყო კონკრეტულად ამ ადამიანმა, რომ ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზაზე დამდგარიყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას
Next post მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია: ბაზალეთის ტბის გაყინულ ნაწილზე მოქალაქეების გადაადგილება საფრთხის შემცველია