გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები, ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით, კითხვით ჩვენი მოქალაქეებისადმი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის პარალელურად, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და საარჩევნო რეფორმა და წესები ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს.
მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვლის პირველივე კვირაში, საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.