გიგა ბოკერია კობახიძის შეთავაზებაზე: გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით და კითხვით

Read Time:20 Second

გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები, ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით, კითხვით ჩვენი მოქალაქეებისადმი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის პარალელურად, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და საარჩევნო რეფორმა და წესები ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს.

მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვლის პირველივე კვირაში, საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაია ცქიტიშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: ჩემთვის, როგორც მისი გუნდის წევრისთვის, მისი პოლიტიკიდან წასვლა სამწუხაროა
Next post ირაკლი ჩიქოვანი: ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში