მალხაზ თორია: ცეცხლის ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება, რის გამოც მადლობას ვუხდი მეხანძრე-მაშველებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დღის განმავლობაში 40ზე მეტ ლოკაციაზე ხანძარი დაფიქსირდა.
ძირითადად ცეხლი ბალახს და ეკალბარდს უკიდია. ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება.
ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სამუშაოები, პროცესს სახელმწიფო რწმუნებულის
მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია პირადად გაეცნო და
მეხანძრე მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
,,ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს.
სამწუხაროდ სოფელ კახათში დაიწვა საცხოვრებელი სახლიც.
ამ დროისთვის გვაქვს 19 აქტიური კერა, ლოკალიზებულია
8 ლოკაცია და ლიკვიდირებულია 11 ლოკაციაზე ცეცხლი.
ყველა შემთხვევაზე მომხდარია მოხდა დროული რეაგირება,
რის გამოც მინდა მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს.
ყველა ლოკაციაზე ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს, როგორც სალოკალიზაციო,
ასევე სალიკვიდაციო სამუშაოები. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან,
აჭარიდან და იმერეთიდან მოხდა დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.
ძლიერი ქარი ხელს უშლის სალიკვიდაციო სამუშაოებს თუმცა
ჩვენი მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ და შედეგიც სახეზე გვაქვს“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით,
ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა მრავალწლიან ნარგავებსაც,
ასევე დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები,
რის გამოც გარკვეულ უბნებში ელექტრო ენერგიის მიწოდება შეფერხებით მიმდინარეობდა,
თუმცა ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადების მუშაობის შედეგად ელექტრო მომარაგება ადმინისტრაციულ ერთეულებს აღუდგა.
ამჟამად რეგიონის ხუთი სოფელის ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...