გიორგი კახიანი: თუ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს
„პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრმა მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტში შემოსვლაზე და აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები განვიხილეთ. ამ პარტიის სიის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მუშაობას მიიღებენ, შესაბამისად, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც გველოდება, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია. იმედი გვაქვს, რომ საკითხი საბოლოოდ გადაწყდება და კონკრეტულ შედეგს მივიღებთ, რაც იმაში აისახება, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი პარლამენტში შემოვა. ვიდრე ეს შეხვედრა არ იქნება, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ვუდგებით. ვისაც სია ჩახსნილი აქვს, მათი უფლებამოსილების შეწყვეტა იმას გამოიწვევს, რომ მათ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ. სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, მაგრამ აუცილებლად მოხდება ეს საგაზაფხულო სესიაზე. რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრმა მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტში შემოსვლაზე და აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები განვიხილეთ. ამ პარტიის სიის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მუშაობას მიიღებენ, შესაბამისად, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს”, – განაცხადა კახიანმა.
დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო ულებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები დღესვე რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...