ფრაქციის „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე, პრემიერის დღევანდელ ინიციატივას მცირემეწარმეობასტან დაკავშირებით მიესალმება.
,,ეს რეფორმა ეკონომიკურ პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას, მცირე ბიზნესის წახალისებას და დასაქმებულთა ზრდას შეუწყობს ხელს „მცირე ბიზნესის განვითარებისთვის მთავრობის ახალი ინიციატივა დიდი სტიმულია. საერთო წლიური შემოსავლის დაბეგვრა 5%-ის ნაცვლად 1%-ით მოხდება, ხოლო საწარმოო ბრუნვის ლიმიტი 500 000 ლარამდე იზრდება. ეს რეფორმა ეკონომიკურ პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას, მცირე ბიზნესის წახალისებას და დასაქმებულთა ზრდას შეუწყობს ხელს“.- განაცხადა ფრაქციის „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ.
მისი განცხადებით, ცვლილების საფუძველზე საწარმოებს მიეცემათ საშუალება განავითარონ მათი წარმოება და გახდნენ კონკურენტუნარიანები საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ბაზარზე. საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარება მხოლოდ სამეწარმეო სფეროს განვითარებით არის შესაძლებელი, რადგან ძლიერი ეკონომიკა ძლიერ მეწარმეებზე დგას. ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ კი, მცირე მეწარმეთათვის საგადასახდო ტვირთის შემსუბუქების მნიშვნელოვან წინაპირობას, ერთხმად უჭერს მხარს.