გოჩა ენუქიძე-ეს რეფორმა ეკონომიკურ პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას, მცირე ბიზნესის წახალისებას და დასაქმებულთა ზრდას შეუწყობს ხელს

Read Time:39 Second

ფრაქციის „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე,  პრემიერის დღევანდელ  ინიციატივას მცირემეწარმეობასტან დაკავშირებით მიესალმება.

,,ეს რეფორმა ეკონომიკურ პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას, მცირე ბიზნესის წახალისებას და დასაქმებულთა ზრდას შეუწყობს ხელს „მცირე ბიზნესის განვითარებისთვის მთავრობის ახალი ინიციატივა დიდი სტიმულია. საერთო წლიური შემოსავლის დაბეგვრა 5%-ის ნაცვლად 1%-ით მოხდება, ხოლო საწარმოო ბრუნვის ლიმიტი 500 000 ლარამდე იზრდება. ეს რეფორმა ეკონომიკურ პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას, მცირე ბიზნესის წახალისებას და დასაქმებულთა ზრდას შეუწყობს ხელს“.- განაცხადა ფრაქციის „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარემ  გოჩა ენუქიძემ.

მისი განცხადებით, ცვლილების საფუძველზე საწარმოებს მიეცემათ საშუალება განავითარონ მათი წარმოება და გახდნენ კონკურენტუნარიანები საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ბაზარზე. საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარება მხოლოდ სამეწარმეო სფეროს განვითარებით არის შესაძლებელი, რადგან ძლიერი ეკონომიკა ძლიერ მეწარმეებზე დგას. ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ კი, მცირე მეწარმეთათვის საგადასახდო ტვირთის შემსუბუქების მნიშვნელოვან წინაპირობას, ერთხმად უჭერს მხარს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაზა გაბუნია პრემიერის დღევანდელ ინიციატივას მცირემეწარმეობის შესახებ მიესალმება
Next post ყოფილი პატიმრებისთვის მცირე ბიზნესგრანტების გაცემა დაიწყო