კვირა, ივნისი 1, 2025

“მსოფლიო რაგბის” ჩემპიონატზე ბორჯრალოსნების მეტოქეები ცნობილია

“მსოფლიო რაგბმა” 2018 წლის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელსაც საფრანგეთის სამი ქალაქი – პერპინიანიბეზიე და ნარბონი 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

უმცროსი ბორჯღალოსნები “მსოფლიო რაგბის” 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ითამაშებენ. „C“ ჯგუფში მათი მეტოქეები საფრანგეთის, სამხრეთა აფრიკისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან. ჩვენი გუნდი პირველ თამაშს 30 მაისს, თბილისის დროით 20:30-ზე, პერპინიანში, 2017 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან სამხრეთ აფრიკასთან გამართავს.

3 ივნისს უმცროსი “ბორჯღალოსნები” მასპინძლებს 16 საათზე ბეზიეში ეთამაშებიან. 7 ივნისს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ირლანდიას ნარბონში 20:30-ზე შეხვდებიან.

პლეი ოფის შეხვედრები 12 ივნისს, ნარბონსა და პერპინიანში გაიმართება, ხოლო ფინალურ შეხვედრებს ბეზიეს ორი სტადიონი უმასპინძლებს. “მსოფლიო რაგბის” 20-წლამდელთა ჩემპიონატი მე-11-ედ იმართება. მე-10, საიუბილეო ტურნირს საქართველომ უმასპინძლა და საყოველთაო აღიარებით, ის აქამდე ჩატარებულ ტურნირებს შორის საუკეთესო იყო.​

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ბინგოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:26 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრის შემდეგ, ბინგოლში, კიგის რაიონში კიდევ ერთი 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

კალაძე და კვარაცხელია – 2 ქართველის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა

გუშინ ფეხბურთის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, დიდი დღე იყო. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მანამდე 2003 და 2007 წლებში კახა კალაძის „მილანი“ 2-ჯერ გახდა ჩემპიონი. თუმცა ამ დრომდე ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონატში გოლი გაიტანა.კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას გამოეხმაურა:„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

პარიზში, სადაც „პსჟ“-ს გამარჯვებას აღნიშნავდნენ, 2 ადამიანი დაიღუპა

მასობრივი არეულობების შემდეგ, რომლებიც საფრანგეთში საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოხდა, პოლიციამ სულ მცირე 559 ადამიანი დააკავა.როგორც Le Figaro წერს, არეულობების დროს სულ მცირე 192 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის 22 თანამშრომელი და შვიდი მეხანძრე. პოლიციამ დააფიქსირა 264 სატრანსპორტო საშუალების დაწვა.დაღუპულია ორი ადამიანი. კომუნა დაქსში 17 წლის მოზარდს, რომელიც „პსჟ“-ს გამარჯვებას ქუჩაში ზეიმობდა, გულმკერდში დანა ჩაარტყეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პარიზის მე-15 ოლქში კი მანქანა დაეჯახა ქალს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა. ქალი გარდაიცვალა.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 300-მდე დაკავებულის შესახებ.

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავს

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავსხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

საქართველოში საფრანგეთის საელჩო – პარიზი ჯადოსნურია, კვარა ჯადოსნურია, გილოცავთ

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხმაურება და „პარი სენ-ჟერმენს“ გამარჯვებას ულოცავს.საელჩო ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს, რომ „ხვიჩა ჯადოსნურია“.„პარიზი ჯადოსნურია! კვარა ჯადოსნურია! გილოცავთ!“ – წერს საელჩო.ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

ბოლო სიახლეები