ირაკლი კობახიძე: მკვლელობები, ძალადობა და გაყალბება რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, ყველამ ძალიან კარგად იცის
ზოგადად უკრაინიდან ბევრი საეჭვო რამ ხდება, თქვენ აკვირდებით ამ ყველაფერს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა კავშირი იყო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაბუნიას საქმეს შორის, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე უკრაინაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ მიმდინარე ჟურნალისტურ გამოძიებას.
„ზოგადად, მკვლელობები, ძალადობები და გაყალბება, რაც უკვე „იფსოსს“ უკავშირდება, ეს რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, ყველამ ძალიან კარგად იცის. საეჭვოდ უკავშირდება ხოლმე ასეთი რაღაცები უკრაინას. როგორც ჩანს, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს, თუმცა დეტალებს რაც შეეხება, ამას გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილ-ადეიშვილს შეხება აქვთ გიორგი გაბუნიას მკვლელობის ორგანიზებასთან, რათა ეს ფაქტი, საქართველოში პოლიტიკური რევანშისთვის გამოიყენონ.
„სამი ჟურნალისტი, სამი გიორგი: გიორგი სანაია, გიორგი ღონღაძე, გიორგი გაბუნია. თითოეული მათგანის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას და პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლას”, – ამბობენ გამომძიებელი ჟურნალისტები გადაცემაში “МОЛНІЯ”.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...