ირაკლი ჩიქოვანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი,
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ზუგდიდში ტურიზმის სექტორის წარმოამდგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სექტორში პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებზე,
განხორციელებულ და დაგეგმილ მხარდასაჭერ პროექტებზე ისაუბრეს.
,,დღეს შეხვედრა ზუგდიდში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან გვქონდა.
ეს ის ხალხია, რომლებიც სასტუმროების, ან საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელები
და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები არიან.
შეხვედრაზე გვესწრებოდა მარიამ ქვრივიშვილი, ჩვენი გუნდის წევრი, ადამიანი,
რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში და
რომელსაც კონკრეტული, ჩამოყალიბებული ხედვა აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს
ტურიზმი მთლიანად საქართველოში, ზუგდიდსა და სამეგრელოში.
პანდემიამ ტურიზმის სექტორს მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ამ
სექტორისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ხორციელდება” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვამა.
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატმა,
ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე და მისი განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი
ზუგდიდში ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა იქნება.
,,ზუგდიდს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც ჩვენ მოგვცემს
ანსს უფრო მეტად გავზარდოთ ტურიზმი ჩვენს ქალაქში,
უფრო მეტი შემოსავალი მოიტანოს და, რა თქმა უნდა,
მეტი დასაქმებული ადამიანი შესძინოს ზუგდიდს.
ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ზუგდიდში ტურიზმის განვითარება
და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების განუხრელი დაცვა დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება.
სამოქალაქო პასუხისმგებლობით და სახელმწიფოს მაქსიმალური მობილიზებით,
ჩვენ დავძლევთ ვირუსს და ახალი ძალებით ავამუშავებთ ტურისტულ სექტორს” – განაცხადა ირაკლი ჩიოქვანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი იონათამიშვილი: ო’ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა
ო'ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა, - ამის შესახებ შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის...
თორნიკე მოლაშვილი: როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში
ფაქტობრივად, როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში,...
გივი მიქანაძე: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესებს
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და ადამიანის...
არჩილ გორდულაძე: დიახ, ეკლესია არის ქართველი ხალხის სადარაჯოზე, ისევე როგორც ეროვნული ხელისუფლება იქნება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე
არჩილ გორდულაძე გერმანელი პოლიტიკოსის მიხაელ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დასვა კითხვა - როგორ უნდა შექმნას ქვეყანამ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე,...
მამუკა ხაზარაძე: დღეიდან მოთხოვნა უნდა იყოს – არა რუსულ ხელისუფლებას
მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - არა რუსულ ხელისუფლებას. უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა...
კახა კახიშვილი: სიდიდით კი არ იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნიდან იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი და არა იმით თუ რამდენი ადამიანი ცხოვრებს იმ ქვეყანაში და რამდენი აქვს ფული
არ მიმაჩნია, რომ ორი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდეს ასეთ ტონალობაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის...