ირაკლი ჩიქოვანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

Read Time:58 Second

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი,

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად  ზუგდიდში ტურიზმის სექტორის წარმოამდგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სექტორში პანდემიის გამო შექმნილ  გამოწვევებზე,

განხორციელებულ  და დაგეგმილ მხარდასაჭერ პროექტებზე ისაუბრეს.

,,დღეს შეხვედრა ზუგდიდში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან გვქონდა.

ეს ის ხალხია, რომლებიც სასტუმროების, ან საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელები

და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები არიან.

 შეხვედრაზე გვესწრებოდა მარიამ ქვრივიშვილი, ჩვენი გუნდის წევრი, ადამიანი,

რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში და

რომელსაც კონკრეტული, ჩამოყალიბებული ხედვა აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს

ტურიზმი მთლიანად საქართველოში, ზუგდიდსა და სამეგრელოში.

პანდემიამ ტურიზმის სექტორს მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ამ

სექტორისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ხორციელდება” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვამა.

,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატმა,

ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე და მისი განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი

ზუგდიდში ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა იქნება.

,,ზუგდიდს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც ჩვენ მოგვცემს

ანსს უფრო მეტად გავზარდოთ ტურიზმი ჩვენს ქალაქში,

უფრო მეტი შემოსავალი  მოიტანოს და, რა თქმა უნდა,

მეტი დასაქმებული ადამიანი შესძინოს ზუგდიდს.

ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ზუგდიდში ტურიზმის განვითარება

და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების განუხრელი დაცვა დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება.

სამოქალაქო პასუხისმგებლობით და სახელმწიფოს მაქსიმალური მობილიზებით,

 ჩვენ დავძლევთ ვირუსს და ახალი ძალებით ავამუშავებთ ტურისტულ სექტორს” – განაცხადა ირაკლი ჩიოქვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯზე: როდესაც ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანს დავუმტკიცებთ ამ ყველაფერს, ძალიან მშვიდად, დიპლომატიური გზით, აქ სად ჩანს უცხო ქვეყნის ინტერესი
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა