არჩილ თალაკვაძე: ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება, იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში
ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ჩვენი საზოგადოება და განსაკუთრებით, გურია მთლიანადაა ორიენტირებული მომავალზე, სავსეა ოპტიმიზმით. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ ვიხედებით და გვაინტერესებს, თუ რის გაკეთება შეგვიძლია მომავალში ერთად, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გურიაში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას.
„მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში, სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ხელისუფლებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნების უზრუნველყოფა ქვეყანაში. პირველ რიგში, ესაა მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელსაც გურულები ასე ძალიან ვაფასებთ. ეს მშვიდობა უდევს საფუძვლად განვითარებას ყველა ქალაქსა და სოფელში. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, ადამიანი დაბრუნდა ხელისუფლების ყურადღების ცენტრში. ადამიანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში, როგორც მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი ყველა სახელმწიფო სერვისი. ჩვენ შევქმენით ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც ადამიანის გარშემოა კონცენტრირებული ყველა სახელმწიფო სერვისი. პირველ რიგში, ესაა ჯანდაცვის სისტემა, რომელშიც უპრეცენდენტოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო. წლევანდელმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ამ სექტორში რეფორმების გატარებას. მინდა, სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერა და მადლობა გამოვუცხადო თითოეულ ექიმსა და ექთანს, რომელიც დღეს ჩართულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, ჩვენი სახელისუფლებო გუნდი, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თაოსნობით, აკეთებს უპრეცედენტოდ დიდ ინვესტიციას მომავალში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...