რატი იონათამიშვილი კუბილიუსის განცხადებაზე: სინამდვილეში მსგავსი მიდგომა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დავით გარეჯის მიმართ
ვფიქრობ, ეს სიტყვები კუბილიუსს შემთხვევით არ უთქვამს. მან ეს სიტყვები იმ პოლიტიკური ძალის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თქვა, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, რატი იონათამიშვილმა ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე საუბრისას თქვა.
„ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ კუბილიუსის მსგავსი მიდგომა სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დავით გარეჯის მიმართ. ეს ახალი არ არის. სულ ცოტა ხნის წინაც ჩვენ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ ოქრუაშვილის მხრიდან, რომელმაც განაცხადა რომ დავით გარეჯი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მეორეხარისხოვანი საკითხი იყო და ისინი მას პირველ რიგში არ აყენებდნენ. ამით ჩანს მათი დამოკიდებულება, ეს არის მათი რეალური სახე. ის, რაც ჩვენთვის არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, მათთვის არის, როგორც ჩანს, მეორეხარისხოვანი საკითხი, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და განსაკუთრებით, რასაკვირველია, ამაზე უნდა ფიქრობდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ბატონი კუბილიუსი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ორი საჯარო მოხელე დააკავა „აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის“.
„შენიშვნა – ეს მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. „ქართული ოცნება” რეალური პრობლემებისგან – პანდემიაზე რეაგირების და შეჩერებული ეკონომიკისგან, ყურადღების გადასატანად, პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს“, – წერს კუბილიუსი.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თეა წულუკიანი: პრეზიდენტმა წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი შენიშვნა არ არის, ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, განზრახ დახურა დიალოგის ყველანაირი შესაძლებლობა
პრეზიდენტმა მავნებლურად დახურა ყველანაირი სივრცე დიალოგის - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „საქართველოს...
შალვა პაპუაშვილი: “დროა”, “სირცხვილია” – ფინანსდებოდნენ ევროკავშირის ფონდების გამოყენებით ფარულად საქართველოში. რატომ არ აკეთებენ არაფერს ამ ქვეყნების საელჩოები, რომ ეს ფული გამჭვირვალე იყოს?
გერმანიაში ლობისტების რეესტრი არსებობს და უფრო მეტ ინფორმაციასაც ასაჯაროებს, ვიდრე ჩვენი კანონით არის მოთხოვნილი. საფრანგეთს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოაქვს და...
პრემიერი: გამჭვირვალობის კანონზე ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება, იმედი მაქვს, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის გაკეთებული შეთავაზება ძალაშია. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,...
ირაკლი კობახიძე: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება
კვირის ბოლომდე ელექტრონულ პლატფორმაზე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად, ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს...
პრემიერი: “ნაციონალური მოძრაობას” ვუწოდებთ ომისა და ღალატის პარტიას, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია
ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც აქტიურად იყენებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ამ პარტიას ვუწოდებთ...
ირაკლი კობახიძე: უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით, კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით
უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, - ამის შესახებ...