რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ადგილობრივი  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

Read Time:26 Second

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ადგილობრივი  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მაჟორიტარობის კანდიდატებმა, ადგილობრივ ბიზნეს სექტორს საკუთარი ხედვები  და სამომავლო გეგმები  წარუდგინეს. აგრეთვე, საუბარი შეეხო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ბიზნეს სექტორში არსებულ გამოწვევებს.  მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა რეგიონში ბიზნესის განვითარების საკითხებსა და მის ხელშეწყობაზე. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პრობლემური საკითხების შესახებ კანდიდატებისათვის კითხვები დაესვათ.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 42 000 ფერმერს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ 2012-2019 წლების დავალიანება სრულად ჩამოეწერა
Next post „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული საკონსულტაციო კომპანიების დასკვნები არ ემყარება ბაზრის კვლევას და ის დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლო ნეგატიურ ასპექტებზეა ორიენტირებული