შაბათი, მარტი 14, 2026

არჩილ თალაკვაძე: გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რატომ გამოიყენეს გვიანდელი რუკები აზერბაიჯანთან დავით-გარეჯზე მოლაპარაკების პროცესში

გამოძიებამ უნდა გასცეს მძიმე კითხვებს პასუხი, რატომ მოხდა გვიანდელი რუკების გამოყენება, მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ინტერესების დასაცავად მაშინ, როცა 1938 წელს გამოცემული რუკა, ოფიციალურად იყო შეთანხმებული მხარეებს შორის სახელმწიფო დონეზე, ადგენდა ჩვენი სახელმწიფოსთვის უფრო სამართლიან პირობებს, ისტორიული ჭეშმარიტებისა და საზღვრის დადგენის რეალურ საშუალებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა..

მისი თქმით, პირველ რიგში ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და ახალი გარემოებების გამოვლენის შემდეგ საქართველო განაახლებს მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან.„რა საკვირველია ახალ გარემოებებს და ფაქტობრივ მონაცემებს, რაც გამოძიების პროცესში იქნა მოპოვებული ვეცდებით ამის გამოყენებას მოლაპარაკების გასაგრძელებლად, რათა გადაიხედოს ის პირველადი შეთანხმებები, რაც კომისიის მუშაობის ფარგლებში იყო მიღწეული. შესაბამისად ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ოფიციალურად სახელმწიფოებს შორის შეთანხმებული რუკით, რომლის ასლიც იყო ხელმისაწვდომი მანამდე, თუმცა როგორც პროკურატურისგან მოვისმინეთ ამ რუკის ორიგინალი არ ფიგურირებდა მოლაპარაკებებში, მაშინ როცა ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენი ერის ინტერესებისთვის, განვაგრძობთ მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – ლიბანის მთავრობამ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა, საფრანგეთი მზადაა, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს პარიზში მათი მასპინძლობით

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ლიბანი მზადაა ისრაელთან მოსალაპარაკებლად.როგორც მაკრონმა აღნიშნა, იგი მზადაა, მხარეებს პარიზში უმასპინძლოს.„ლიბანის მთავრობამ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა. საფრანგეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ამ მოლაპარაკებებს პარიზში მათი მასპინძლობით“, – აღნიშნა მაკრონმა.საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ყველა შესაძლო ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა ლიბანი ქაოსში არ ჩაეფლოს.„ისრაელმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებები და უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა, იპოვოს მდგრადი გადაწყვეტა და ლიბანის ხელისუფლებას მისცეს საშუალება, შეასრულოს თავისი ვალდებულებები სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.

იცოდეთ, რომ ამ წყვდიადში მარტო არ ხართ — ყოველი ჩვენგანის გული ახლა თქვენს ეზოებში, თქვენს ნანგრევებთან ფეთქავს

„ჩვენო „გაღმა“ მეზობლებო...ვერ გავუსწორე თვალი სიბნელეს ჩემი აივნიდან...იქ, სადაც სულ რამდენიმე საათის წინ თქვენი ფანჯრებიდან სინათლე იფრქვეოდა…ახლა მხოლოდ დაუნდობელი სიბნელეა… გული მეწურება იმის გაფიქრებაზე, რომ ერთ წამში ჩამოწოლილმა მიწამ წლების ნაშრომი თან გაიყოლა.იცოდეთ, რომ ამ წყვდიადში მარტო არ ხართ — ყოველი ჩვენგანის გული ახლა თქვენს ეზოებში, თქვენს ნანგრევებთან ფეთქავს.ჩვენო „გაღმა“ მეზობლებო... გაუძელით, გთხოვთ...- ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოფელ კურსების მაცხოვრებელი  წერს და ვიდეოს აქვეყნებს. David NaTia Nishnianidze

დონალდ ტრამპი – აშშ-მა ხარგის კუნძულზე ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა, ყველა სამხედრო სამიზნე განადგურდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული.ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.ტრამპი დარტყმას აღწერს, როგორც „ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას“.მისი თქმით, კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე განადგურდა.„მე გადავწყვიტე, არ გამენადგურებინა კუნძულის სანავთობე ინფრასტრუქტურა, მაგრამ ირანი ან ვინმე სხვა თუ რაიმეს მოიმოქმედებს, რათა ხელი შეუშალოს გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადავხედავ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.ტრამპი ასევე მოუწოდებს ირანს, დაყაროს იარაღი და „გადაარჩინოს ის, რაც მათი ქვეყნისგან დარჩა“.„და ბევრი აღარ დარჩენილა“, – წერს ტრამპი.ხარგის კუნძულზე მდებარე ნავთობტერმინალით ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხორციელდება.ცნობისთვის, სპარსეთის ყურეში ომის დაწყების შემდეგ ირანის სამხედრო ძალები ბლოკავენ სავაჭრო გემების გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, რამაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში რჩებიან და ვითარებას სწავლობენ როგორც სტიქიის ზონაში, ისე მიმდებარე ტერიტორიებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას სწავლობენ.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასულია სტაბილიზაციის ფაზაში, ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ ფიქსირდება.მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციით გეოლოგების ჯგუფები აგრძელებენ ყოველი კონკრეტული ოჯახის შეფასებას, არა მარტო მეწყრის მიმდებარე დასახლებაში, არამედ სოფლის დანარჩენ ტერიტორიაზე.

„ჰეზბოლას“ ლიდერი – მზად ვართ, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის

„ჰეზბოლა“ მზადაა, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის, – ამის შესახებ ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა განაცხადა.მისი თქმით, ისრაელი გაოცებული დარჩება ბრძოლის ველზე.შეგახსენებთ, რომ ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდირების გამო შურის საძიებლად „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლი 2 მარტს გახსნა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა. შედეგად, ლიბანში 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ბოლო სიახლეები