არჩილ თალაკვაძე: გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რატომ გამოიყენეს გვიანდელი რუკები აზერბაიჯანთან დავით-გარეჯზე მოლაპარაკების პროცესში
გამოძიებამ უნდა გასცეს მძიმე კითხვებს პასუხი, რატომ მოხდა გვიანდელი რუკების გამოყენება, მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ინტერესების დასაცავად მაშინ, როცა 1938 წელს გამოცემული რუკა, ოფიციალურად იყო შეთანხმებული მხარეებს შორის სახელმწიფო დონეზე, ადგენდა ჩვენი სახელმწიფოსთვის უფრო სამართლიან პირობებს, ისტორიული ჭეშმარიტებისა და საზღვრის დადგენის რეალურ საშუალებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა..
მისი თქმით, პირველ რიგში ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და ახალი გარემოებების გამოვლენის შემდეგ საქართველო განაახლებს მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან.„რა საკვირველია ახალ გარემოებებს და ფაქტობრივ მონაცემებს, რაც გამოძიების პროცესში იქნა მოპოვებული ვეცდებით ამის გამოყენებას მოლაპარაკების გასაგრძელებლად, რათა გადაიხედოს ის პირველადი შეთანხმებები, რაც კომისიის მუშაობის ფარგლებში იყო მიღწეული. შესაბამისად ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ოფიციალურად სახელმწიფოებს შორის შეთანხმებული რუკით, რომლის ასლიც იყო ხელმისაწვდომი მანამდე, თუმცა როგორც პროკურატურისგან მოვისმინეთ ამ რუკის ორიგინალი არ ფიგურირებდა მოლაპარაკებებში, მაშინ როცა ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენი ერის ინტერესებისთვის, განვაგრძობთ მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...