დავით მათიკაშვილი ოპოზიციის შეკრებებზე: ოპოზიცია არ უფრთხილდება საკუთარ ამომრჩეველს და არც პარტიულ აქტივს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დღეს გამართულ შეკრებას გამოეხმაურა.
„ნათელია, რომ ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველსაც არ უფრთხილდება და არც პარტიულ აქტივს. აქედან გამომდინარე ის გაუფრთხილდება ჩვენს ქვეყანას?! მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ცალსახაა, რომ ყველა ვალდებულია დაიცვას რეკომენდაცია, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, სამართლებრივად ეს დაშვებულია თუ არა. გაუფრთხილდნენ პირველ რიგში საკუთარ აქტივს და ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს მათიკაშვილი.
მან ოპოზიციურ პარტიებს ჯანდაცვის უწყებების მიერ გაცემულ რეკომენდაციები გაახსენა და არსებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„ერთია სამართლებრივი მხარე ამ თემის, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში პარტიები არ არიან შეზღუდულები გამართონ შეკრებები მხარდამჭერებთან ერთად, მაგრამ მეორეა უსაფრთხოებისა და მორალური მხარე . საზოგადოებამ კარგად დაინახა „ქართული ოცნების“ ყველა შეკრება, თუ როგორ იყო დაცული უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა ნორმა, ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია COVID19- ის წინააღმდეგ ბრძოლაში, იყო დაცული დისტანცია, ყველას გვეკეთა პირბადე, თუნდაც ორი დღის წინ პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა
მისი თქმით, ოპონენტების პარტიულ შეკრებებზე მსგავსი რამ არ მომხდარა. „თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ერთი ადამიანი მაინც ყოფილიყო კოვიდინფიცირებული იმ შეკრებებზე, რა სავალალო შედეგი დადგებოდა?!ჩვენ ვნახეთ „პატრიოტთა ალიანსის“ მიტინგის მსგავსი ღონისძიება, ვაშაძის სიის წარდგენა, ჩვენ ვნახეთ „ევროპული საქართველო“, რომლებმაც ახალგაზრდებს ელეტრონული მუსიკის ზეიმი მოუწყო. არაერთი შემთხვევა, მაგალითია იმისა, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევა ჩვენი ოპოზიცია და არ უფრთხილდება საკუთარ ამომრჩეველს. ნათელია, რომ არც გაუფრთხილდებიან, ამიტომ არ უნდა ანდოს ელექტორატმა არც ერთი მანდატი ოპოზიციურ ფლანგს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...