ამირან გამყრელიძე – ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში
კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ჭარბობს სიმპტომიანი პაციენტები და ასევე კონტაქტში მყოფი პაციენტები.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დროს ამაზე გამახვილდა ყურადღება. ერთ-ერთი ახალი მიდგომა, რომელიც გვექნება, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში, თუ მათ თვითიზოლაციის საშუალება აქვთ, ხოლო თუ არ აქვთ საშუალება, ექვემდებარებიან კარანტინში გადაყვანას და 14 დღის განმავლობაში ყოფნას კარანტინში ან იზოლაციაში, ყოველგვარი კვლევის გარეშე. თუ ადამიანს სიმპტომები გაუჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავრცელდეს მოსახლეობაში, რათა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი სწრაფად იქნას იზოლირებული და მოვახდინოთ ფიქსირება, რომ არ გავრცელდეს შემდგომ ინფექცია. ამ ახალ შემთხვევათა რიცხვში ჭარბობენ ძირითადად სიმპტომიანი პაციენტები და კონტაქტში მყოფი ადამიანები, სადაც ყველაზე მაღალია გადადების მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
დეპუტატების დაპირისპირება პარლამენტში: “ქინძი”, “ქათამი”, “მამაძაღლი”, “არაკაცი”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლა გახდა. პაატა მანჯგალაძემ განაცხდა,...
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...