ამირან გამყრელიძე: ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულებს და ვიწყებთ მათ მართვას, რაც გამოსავლის კარგი წინაპირობაა
გაფართოებული ტესტირების დროს დღეს დილისთვის 11 ათასამდე ტესტირება გვქონდა, ეს ნიშნავს, რომ ინფექცია თითქმის არ გვეპარება. ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულ ადამიანებს და ვიწყებთ მათ მართვას, რაც გამოსავლის კარგი წინაპირობაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში საგრძნობლად არის გაზრდილი PCR ტესტის მაჩვენებელი.
„დღევანდელი რიცხვით იანვრიდან PCR ტესტის რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, მილიონ მოსახლეზე ჩვენ გვაქვს 136 818 ტესტი, რაც გახლავთ ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე გადათვლით და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ შუა ხაზზე ვართ და ეს ნიშნავს, რომ გაფართოებული ტესტირების დროს, დღეს დილისთვის 11 ათასამდე ტესტირება გვქონდა, ეს ნიშნავს რომ ინფექცია თითქმის არ გვეპარება. ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ ინფიცირებულ ადამიანებს და ვიწყებთ მათ მართვას, რაც სწორედ გამოსავლის კარგი წინაპირობაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს საქართველოში COVID-19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა
93 წლის ასაკში ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. გულიკო ჩაფიძემ...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის...
სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ძმები ემსხვერპლნენ
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზემო სვანეთში. ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზის ეცერის მიდამოებში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ამავე სოფლის...
მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ
დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს...
„დემონური ძალების ენერგიით შემოდიან“- რას ამბობს მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ უცხოპლანეტელს შეხვდა. ამის შესახებ მან გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა. „ორჯერ მქონდა შეხვედრა მათთან. უმრავლესობა, 90% უცხოპლანეტელებისა...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ...