არჩილ თალაკვაძე Gorbi-ს კვლევაზე: ეს უკვე მესამე ავტორიტეტული კვლევაა, რომელშიც „ქართული ოცნების“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჩანს
ეს უკვე მესამე ავტორიტეტული კვლევაა, რომელშიც „ქართული ოცნების“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჩანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, საარჩევნო კამპანიის შედეგად, კიდევ უფრო გავზრდით ჩვენდამი მხარდაჭერას, რადგან ყველა წინა კამპანიის შედეგები ამას გვიჩვენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს მხარდაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში მივიღოთ უმრავლესობა, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა და ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალში მმართველობაზე. ამასთან, რასაკვირველია, ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებული პოლიტიკა, მეტად თანამშრომლობითი პარლამენტი და უფრო მეტად დემოკრატიული პოლიტიკა გვჭირდება ქვეყანაში. ესაა ჩვენი ღირებულებები, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ასახა საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო რეფორმებში“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
Gorbi-ს კვლევის შედეგების თანახმად, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 56.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...