ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ზედაეწერსა და ჩხორიაში იმყოფებოდა. მისი თქმით ზედაეწერში ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
,,სოფელი გაზიფიცირებულია, სოხუმის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავასრულეთ, არის შიდა გზების მოწესრიგების საჭიროება, რომლის მოგვარებაზეც ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც მმართველის გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, სოფელში დიდია ადგილობრივების ინტერესი კენკროვანი კულტურების მიმართ.
,,ზედაეწერში მოცვის პლანტაცია 12 ჰექტარამდეა გაშენებული. მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მსხვილი ფართობების გაშენების შემთხვევაში კი სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტი გვაქვს.
ამ სოფელში ,,აწარმოე საქართველოს“ პროგრამით კომპანია „გემუანი“ შეიქმნა, რომელიც სუბლიმირებულ ხილს აწარმოებს, საწარმო კვების მრეწველობაში უმსხვილესი შვეიცარიული კომპანია Nestle-ს პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში ადგილობრივები არიან დასაქმებული“.
ზედაეწერში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი ჩხორიის მოსახლეობას შეხვდა.
,,ძალიან ლამაზი სოფელია. აქ მდებარეობს ეთნოსოფელი ,,სისა ტურა“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თვითმმართევლობამ ტურისტულ ობიექტამდე მისასვლელი გზა მოაწესრიგა, რაც ამ სფეროს მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია“.
შეხვედრას “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, მოქმედი მაჟორიტარები ედიშერ თოლორაია, მერაბ ქვარაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი ესწრებოდნენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...
პეტრე ცისკარიშვილი: ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს
ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ, ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ...
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...