გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსზე ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 640 შემთხვევაა დადასტურებული, 165 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.