არჩევნები დათქმულ დროს ჩატარდება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, არჩევნებთან დაკავშირებული პროტოკოლები უკვე შემუშავებულია.
„არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი შემუშავებულია. შეთანხმებულია როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არანაირი პრობლემა ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს, არ ექნება. ყველაფერი ჩატარდება დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.