ორშაბათი, ივლისი 14, 2025

გიორგი კახიანი: „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველა ოპოზიციური პარტიის ერთად აღებული“

 

„ ჩვენ არ ვფიქრობთ კოალიციურ მმართველობაზე. კვლევების მიხედვით „ქართული ოცნების რეიტინგი 2-3-ჯერ აღემატება მეორე-მესამე ადგილზე მყოფი პოლიტიკური ჯგუფების რეიტინგს. ზოგადად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველა ოპოზიციური პარტიის ერთად აღებული. ძალიან კარგად ვიცით როგორია საზოგადოების განწყობები პოლიტიკური ჯგუფების მიმართ და გვერწმუნეთ, ჩვენ ამის საჭიროება არ გვექნება. ჩვენ აუცილებლად შევქმნით დამოუკიდებლად უმრავლესობას, დავაკომპლექტებთ მთავრობას და ქვეყანას განვავითარებთ ისე, როგორც ეს ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იქნება მოცემული“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას სხვა პრიორიტეტები აქვს, რომელიც ასახული იქნება საარჩევნო პროგრამაში და რომლითაც მმართველ გუნდი ძალიან მალე წარდგება საზოგადოების წინაშე.
„ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს, რომელიც არის საარჩევნო პროგრამა, რომლითაც ძალიან მალე წარვდგებით საზოგადოების წინაშე, ის, თუ როგორ გავუმკლავდებით ჩვენ იმ სოციალურ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის, როგორ განვავითარებთ ეკონომიკას და ა.შ. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული. ჩვენ ძალიან მყარად ვართ ჩვენს ძალებში დარწმუნებული და საზოგადოების მხრიდან ჩვენს მიმართ მხარდაჭერაში. კოალიციის შექმნა „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირდება. იგი არჩევნების დასრულების შემდეგ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ის პროგრამა, რომელსაც შევთავაზებთ საზოგადოებას, განვახორციელოთ უახლოესი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა წერია საღებავის ანოტაციაში, რომლითაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ატამი შეღებეს

კახეთში გლეხები ატმის შეღებვის ვიდეომ აღაშფოთა - სახელი გაუფუჭდა სოფელს, რომელსაც ქართული ატმის პატარა სამშობლოს ეძახიან. ვენახის მხარეში ატამი პირველად 47 წლის წინ დარგეს და დღეს ჩუმლაყი თავს უკვე ამ კულტურითაც იწონებს.ასე გამოიყურება ანტირეკლამა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ ღებავენ სარეალიზაციო კონტეინერში ჩალაგებულ ატამს წითლად. ხილისთვის მწიფე იერის მისაცემად კი საღებავს იყენებენ. საღებავს ანოტაციაში უწერია, რომ გამოიყენება ხისა და ლითონის ზედაპირების შესაღებად. ასევე აქვს გაფრთხილება, რომ მისი გამოყენებისას აუცილებელია ხელთათმანი, სათვალე და სახის დამცავი. ანოტაციაში არ წერია, თუმცა ცხადია, რომ ის საკვებად საშიშია."კურიერი P.S.-მა" ერთგვარი ექსპერიმენტიც ჩაატარა. ვცადეთ, ჩვენც შეგვეღება ატამი იგივე საღებავით. ფერი არ გადასდის და ხილზე საღებავის ამოცნობაც შეუძლებელია. განმარტებებისთვის კი იდეის ავტორს მივაკითხეთ მებაღის ხუმრობის ნაკლებად სჯერათ სურსათის ექსპერტებს.ექიმები ამბობენ, რომ ხშირია მსუბუქი ინტოქსიკაციით მიმართვიანობა, როდესაც მიზეზს ვერ ადგენენ. ინდუსტრიული საღებავით შეღებილი ხილის მიღებისას კი პირველი ეფექტი სწორედ ეს სიმპტომებია.ინდუსტრიული საღებავით შეღებილი ატამი რომ ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ამაში ეჭვი არავის შეაქვს, მათ შორის არც მას, ვინც ეს გააკეთა, მაგრამ ახლა მას მისი ხუმრობის დამტკიცება შესაბამის სამსახურებთან მოუწევს. შეღებილი ატამი ლაბორატორიაში შესამოწმებლად წაიღო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი დაიწყო მოკვლევა, იყო თუ არა ფაქტი ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობა.

ახალი რეგულაცია აგვისტოდან-სესხის აღების წესი იცვლება

მოქალაქეები 750 ათას ლარამდე სესხის აღებას უცხოურ ვალუტაში ვეღარ შეძლებენ.უფრო კონკრეტულად, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. შესაბამისად, ამ მოცულობის სესხს ეს ადამიანები აგვისტოდან, უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ.როდიდან ვეღარ აიღებთ 750 ათასამდე ლარის სესხს უცხოურ ვალუტაშიაღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მაისის ბოლოს მიიღო. მათივე ცნობით, ცვლილება 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან შევა ძალაში.„ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ინდუსტრიასთან კოორდინაციითა და მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს,“ - აცხადებდნენ ეროვნულ ბანკში.შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვაჟა ფშაველა და ნოდარ დუმბაძე – დღეს სამი დიდი ქართველის დაბადების დღეა

დღეს საქართველო სამი ბუმბერაზი ქართველის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ვაჟა ფშაველასა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს აღნიშნავს.ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი 1861 წლის 14 ივლისს, ჩარგალში ( დუშეთის მუნიციპალიტეტში) დაიბადა. 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები", „დარეჯანი", 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები", 1903; „უძმოს-ძმა", 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები შვლის ნუკრის (1883), „ხმელი წიფელი" (1888-1889), „ქუჩი" (1892), „მთიანი მაღალი" (1895). ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში", „სცენები", 1889; „ტყის კომედია", 1911; „ნაკვესები", 1886-1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი" (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე. ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები", „ფშავლების ცხოვრებიდან", „ხევსურები" (1886), „ლაშქრობა" (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით" (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვები.ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა. ის იყო ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1992-1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მიიჩნევა საქართველოს ეროვნულ გმირად.1989 წლის14 აპრილს,სოფელ მატანში ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადებიდან 101 წლისთავი აღნიშნეს. 2005 წლის 21 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადაასვენეს. მისი ცხედარი 23 ნომებბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა 200-ლარიანი კუპიურები, რომლებზეც ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტია გამოსახული. მისი სახელი ეწოდა ქუჩას თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბან ვაკეში.ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა - ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა - ანა ივანეს ასული ბახტაძე - დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს.ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა. 1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956-1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.

ილია მეორე – ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეებს

განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მილოცვაშია აღნიშნული.როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ხვალ ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას, რომელთა სახელზეც სვეტიცხოველია აგებული და ეს დღე განსაკუთრებულია.„განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ.ხვალ კი ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას. მოგეხსენებათ, სვეტიცხოველი მათ სახელზეა აგებული და, ამდენად, ეს დღე ჩვენი ერისთვის და ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია. სვეტიცხოვლის გამორჩეულობას კი არა მარტო საქარველოში, არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის, რომ აქ დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.დასავლეთ საქართველოში დაცულ სიწმინდეთაგან კი ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ღვთისმშობლის სამოსელი. 15 ივლისს სწორედ მისი ხსენების დღეა – ვლაქერნობა. როგორი მადლით აღსავსე დღეებია! როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი!ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ. წყალობა და შეწევნა უფლისა, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, მოციქულთა და ყოველთა წმინდათა ღვთისათა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.

გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი მეკარის გუნდმა სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური შეხვედრა სტუმრად „პრესტონის“ წინააღმდეგ გამართა და 3:1 გაიმარჯვა.თამაშის შემდეგ ქართველმა მეკარემ მიმართვა გაავრცელა:„განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით ლივერპულში. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში. ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. გმადლობთ მხარდაჭერისთვის, ეს მხოლოდ დასაწყისია“, - წერს მამარდაშვილი. 

ბოლო სიახლეები