გიორგი კახიანი: „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველა ოპოზიციური პარტიის ერთად აღებული“

Read Time:56 Second

 

„ ჩვენ არ ვფიქრობთ კოალიციურ მმართველობაზე. კვლევების მიხედვით „ქართული ოცნების რეიტინგი 2-3-ჯერ აღემატება მეორე-მესამე ადგილზე მყოფი პოლიტიკური ჯგუფების რეიტინგს. ზოგადად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველა ოპოზიციური პარტიის ერთად აღებული. ძალიან კარგად ვიცით როგორია საზოგადოების განწყობები პოლიტიკური ჯგუფების მიმართ და გვერწმუნეთ, ჩვენ ამის საჭიროება არ გვექნება. ჩვენ აუცილებლად შევქმნით დამოუკიდებლად უმრავლესობას, დავაკომპლექტებთ მთავრობას და ქვეყანას განვავითარებთ ისე, როგორც ეს ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იქნება მოცემული“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას სხვა პრიორიტეტები აქვს, რომელიც ასახული იქნება საარჩევნო პროგრამაში და რომლითაც მმართველ გუნდი ძალიან მალე წარდგება საზოგადოების წინაშე.
„ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს, რომელიც არის საარჩევნო პროგრამა, რომლითაც ძალიან მალე წარვდგებით საზოგადოების წინაშე, ის, თუ როგორ გავუმკლავდებით ჩვენ იმ სოციალურ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის, როგორ განვავითარებთ ეკონომიკას და ა.შ. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული. ჩვენ ძალიან მყარად ვართ ჩვენს ძალებში დარწმუნებული და საზოგადოების მხრიდან ჩვენს მიმართ მხარდაჭერაში. კოალიციის შექმნა „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირდება. იგი არჩევნების დასრულების შემდეგ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ის პროგრამა, რომელსაც შევთავაზებთ საზოგადოებას, განვახორციელოთ უახლოესი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა კერესელიძემ მორიგი წინასარჩევნო შეხვედრა საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების წიწამურის, არაშენდას, საგურამოს და საგურამოს დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან გამართა
Next post გიორგი კახიანი: „ჩვენ გვჯერა, რომ პირველივე ტურში არჩევნები დასრულდება ჩვენი გამარჯვებით და შესაბამისად, ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციის შექმნა“