,,ქართული ოცნების“ ლიდერები ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ.
ლაგოდეხში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია, რომლის მიზანი ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა, 2018 წლის თებერვალში გაიხსნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი 110 ადამიანზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაზაზე, სრულიად უფასოდ, 40 ბავშვი ცხოვრობს და ვარჯიშობს. ისინი სწავლობენ საჯარო სკოლაში, გადიან უცხო ენის კურსებს, დღის მეორე ნახევარში კი ახალ სტადიონზე ვარჯიშობენ.
განახლებულ ბაზაზე ასევე სრულფასოვან შეკრებებს სისტემატურად გადიან სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების გუნდები.
„ქართული ოცნების“ ლიდერები სტადიონზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და მათ წარმატებები უსურვეს.
ლაგოდეხთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, ზუგდიდში და უახლოეს პერიოდში მსგავსი ბაზა გაიხსნება გურიაში. ასევე, აკადემიის მშენებლობა მოკლე ვადაში დაიწყება ქუთაისშიც.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: არავის აქვს უფლება თავისი ნება თავს მოგვახვიოს – ისტორიამ, ათასმა გაჭირვებამ, საუკუნო თავგადასავალმა უფლება მოგვცა ჩვენი მომავალი თავად ავირჩიოთ და შევქმნათ
ფილოლოგი გია მურღულია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სოციალურ ქსელში პოსტით ეხმაურება. 26 მაისი საქართველოს დღეა - ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი თვითშემეცნების, ჩვენი...
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა განათდა
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა განათდა. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს დამოუკიდებლობის დღის...
GOOGLE საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე სპეციალური Doodle გაჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულებით. საძიებო სისტემაში...
დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დღეს 84 წლის გახდებოდა. მერბა კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26...
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი...
84 დეპუტატს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სანქციები რომ დაუწესონ, ვისღა უნდა ელაპარაკონ?! მაშინ საელჩო უნდა დაკეტონ და წავიდნენ – კახა კახიშვილი
84 დეპუტატს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს რომ სანქციები დაუწესონ, ვისღა უნდა ელაპარაკონ?! მაშინ საელჩო უნდა დაკეტონ და წავიდნენ, - ამის...