მამუკა მდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა თავისი დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოებისა და შეთანხმების ყველა ხელმომწერის წინაშე
მიუხედავად წინა დღეებში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, შევძელით და იმავეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც, მივიღებთ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი კონსენსუსი თანახმად, ემსახურება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა თავისი დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოებისა და შეთანხმების ყველა ხელმომწერის წინაშე.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დანაყოფებმა იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას იმის შესახებ, რომ ყველა ხელმომწერს მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისთვის. პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა არის მთავარი საიმისოდ, რომ ვთქვათ, ეს ადამიანები არა საზოგადოების დაკვეთას ასრულებენ, არამედ თავის გეგმებზე ზრუნავენ.
ჩვენ შეგვიძლია, კიდევ ერთხელ საზოგადოებას წავუკითხოთ, ვაჩვენოთ, რას მოეწერა ხელი. ხელი მოეწერა იმ სისტემას, რომელმაც დღეს უკვე აღსრულებაში პოვა, რომელსაც დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა. რაც შეეხება ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას, ამის გაყიდვა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობად არის მხოლოდ და მხოლოდ პიარკამპანია, რომელიც დაიგეგმა ერთ კონკრეტულ პარტიაში და მეტი არაფერი“, – განაცხადა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა,...
ნახეთ,რომელი დაწესებულებები არ იმუშავებს ხვალ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია...
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს
რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....