მამუკა მდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა თავისი დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოებისა და შეთანხმების ყველა ხელმომწერის წინაშე

Read Time:45 Second

მიუხედავად წინა დღეებში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, შევძელით და იმავეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც, მივიღებთ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი კონსენსუსი თანახმად, ემსახურება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა თავისი დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოებისა და შეთანხმების ყველა ხელმომწერის წინაშე.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დანაყოფებმა იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას იმის შესახებ, რომ ყველა ხელმომწერს მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისთვის. პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა არის მთავარი საიმისოდ, რომ ვთქვათ, ეს ადამიანები არა საზოგადოების დაკვეთას ასრულებენ, არამედ თავის გეგმებზე ზრუნავენ.
ჩვენ შეგვიძლია, კიდევ ერთხელ საზოგადოებას წავუკითხოთ, ვაჩვენოთ, რას მოეწერა ხელი. ხელი მოეწერა იმ სისტემას, რომელმაც დღეს უკვე აღსრულებაში პოვა, რომელსაც დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა. რაც შეეხება ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას, ამის გაყიდვა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობად არის მხოლოდ და მხოლოდ პიარკამპანია, რომელიც დაიგეგმა ერთ კონკრეტულ პარტიაში და მეტი არაფერი“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ლატარია: ელისო კილაძის სპონსორი, კობა ნაყოფია უნდა დაიკითხოს
Next post კარლ ჰარცელი – ვიმედოვნებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს 142 ხმა ექნება