შალვა ნათელაშვილი – ფაქტობრივად, მოხდა ევოლუციური რევოლუცია
ფაქტობრივად, მოხდა ევოლუციური რევოლუცია, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიიღებას.
ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციური ერთიანობის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა, „წარმოუდგენელ ცვლილებებზე წასულიყო“.
„სრულდება, რასაც მმართველ დაჯგუფებას შევპირდით რვა წლის უკან. შეუქცევადი ხდება პროპუტინუსტური, დიქტატორული, ოლიგარქიული, ივანიშვილისეული რეჟიმის ჩამოშლა ჩვენი ხალხის მედგარი წინააღმდეგობით. ოპოზიციის უპრეცენდენტო ერთიანობით, საერთაშორისო მეგობრების არნახული მხარდაჭერით, რეჟიმი იძულებული გახდა, შეეტანა ცვლილებები ქვეყნის ძირითად კანონში. საქართველო გადადის პარტიულ, პროპორციულ მოდელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხალხი იბრუნებს პოლიტიკურ სუვერენიტეტს თავის მამულზე. ეს ყველაფერი არის დამსახურებული, სამართლიანი და კანონიერი. აღნიშნული დამთავრდება შემოდგომაზე მმართველი ძალის სრული დამარცხებით. ქვეყანაში კოალიციური მრავალპარტიული მთავრობის შექმნით, ყველა პარტია გააკონტროლებს არამარტო თავის თავს, არამედ მეზობელ პარტიასაც, რათა ვინმეს ხელი არ გაეპაროს ქვეყნის ბიუჯეტზე, ხალხის სარჩოზე, ჩვენი შვილების საკუთრებაზე. თუკი ასეთი რაღაც მოხდება, ის დაუყოვნებლივ იქნება მხილებული.
მინდა, უდიდესი მადლობა მოვახსენო ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რომლებიც აღჭურვილნი არიან მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნებით. სწორედ, ის ისტორიული ადგილია აი აქ დღეს, სადაც ოპოზიციური ერთიანობის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო წარმოუდგენელ ცვლილებებზე. ფაქტობრივად, ეს არის ევოლუციური რევოლუცია ყოველგვარი ხოცვა-ჟლეტის, სისხლის ღვრისა და კონფრონტაციის გარეშე. ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანა პირველად მშვიდობიანად გადადის განვითარების ახალ საფეხურზე“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...