ამირან გამყრელიძე – გთხოვთ, „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევად მიიჩნიოთ თქვენ ირგვლივ ყველა, ვისაც ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ასევე რესპირაციული სიმპტომები
ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს და არავინ იცის, სად, როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს ყველა ინფიცირებულის იდენტიფიცირება.
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი იქ, სადაც შეიძლება, „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევა იყოს. გთხოვთ, ასეთად ჩათვალოთ თქვენ ირგვლივ ყველა მყოფი ადამიანი, თქვენი ოჯახის ყველა წევრი, თქვენი ნაცნობი, ვისაც კი ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან 112-ზე დარეკოს, მოიქცეს მისი რეკომენდაციების მიხედვით. საჭიროა ყველა ამ სიმპტომის მქონე ადამიანების ჩაიტაროს „კოვიდზე“ გამოკვლევა ლაბორატორიულად, „პისიარ“ ტექნოლოგიებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, მოქალაქეს ასევე შეუძლია, მიმართოს ე.წ. ცხელების კლინიკებს.
„თუ თქვენ არ გნებავთ ექიმთან დარეკვა, შეგიძლიათ, მიმართოთ ცხელების ნებისმიერ კლინიკას და იქ ჩაგიტარდებათ „პისიარ“ ტესტი, 24 საათში გეცოდინებათ პასუხი. ჩვენ გადავდივართ ამბულატორიულ ტესტირებაზე და არ არის აუცილებელი, დარჩეთ, თუ, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების კლინიკური ჩვენება არ იქნება. ის წავა მხოლოდ სახლში, სხვაგან არა. თუ უარყოფითი იქნა ტესტი, თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას, თუ დადებითი, გადაიყვანენ „კოვიდის“ კლინიკაში, ხოლო მისი ოჯახის წევრები იქნებიან იზოლირებული კარანტინში და შემდგომ გამოკვლეული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სიმპტომების დროს უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება, „კოვიდი“ არ იყოს, ეჭვის მიტანა აუცილებელია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
დეპუტატების დაპირისპირება პარლამენტში: “ქინძი”, “ქათამი”, “მამაძაღლი”, “არაკაცი”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლა გახდა. პაატა მანჯგალაძემ განაცხდა,...
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...