მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს
საქართველოს მთავრობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, – ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი, რომელიც ზაფხულიდან დაიწყება, თავდაპირველად რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კი პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. მომდევნო სამი წლის მანძილზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით ათობით სოფელში იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად უნდა დაიფაროს.
შეხვედრაზე შეფასდა ის რეფორმა, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრებული მიწების ფართობი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია.
მთავრობის წევრების შეფასებით, აღნიშნული ციფრები რეფორმის წარმატებაზე მიუთითებს და არსებობს მზაობა, გადაიდგას კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯები, რათა მიწის სისტემურმა რეგისტრაციამ ასეთივე დადებითი შედეგები მოიტანოს.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ
დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს...
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
„დემონური ძალების ენერგიით შემოდიან“- რას ამბობს მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ უცხოპლანეტელს შეხვდა. ამის შესახებ მან გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა. „ორჯერ მქონდა შეხვედრა მათთან. უმრავლესობა, 90% უცხოპლანეტელებისა...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...