ორშაბათი, თებერვალი 16, 2026

საფრანგეთის ჩემპიონატმა 243 მილიონი ევრო იზარალა

საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო, ვადაზე ადრე შეწყდა და უკვე ჩატარებული 28 ტურის შედეგები დარჩა ძალაში.

საფეხბურთო სეზონის ვადამდელი დასრულებით, კლუბებმა 243 მილიონი ევრო იზარალეს, – იუწყება L’Equipe.

ფრანგული კლუბების ზარალის დიდი წილი მატჩებს ტრანსლაციებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონად (28 ტურის შედეგების გათვალისწინებით) პარი სენ-ჟერმენი გამოცხადდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გილოცავთ მირქმის დღესასწაულს! დაე, მირქმის დღესასწაულის შემდეგ, ღვთის მადლით ჩვენი გულის თვალებიც გაიხსნას მშვიდობისა და ნათლის საკურთხევლისკენ-ალი მოჯანი

,,გილოცავთ მირქმის დღესასწაულს!დაე, მირქმის დღესასწაულის შემდეგ, ღვთის მადლით ჩვენი გულის თვალებიც გაიხსნას მშვიდობისა და ნათლის საკურთხევლისკენ. „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით.“ -ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი წერს.

კულტურისა და ღირსების ქომაგი, ოთარ ჭითანავა გარდაიცვალა -დარბაისელი კაცის ეპოქა დასრულდა

ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი ოთარ ჭითანავა გარდაიცვალა.ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.ჭითანავა  1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.,,ოთარ ჭითანავას გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსათვის, თუმცა მისი ამ ქვეყნიდან წასვლა განსაკუთრებული ტკივილია სამეგრელოსათვის და ქალაქ ზუგდიდისათვის! იშვიათი ღირსებების ადამიანი, დარბაისელი, ტკბილად მოუბარი, ინტელიგენტი, ქვეყნისა და კულტურის მოამაგე, ახალგაზრდობის ქომაგი, დიპლომატიის ქურუმი, ყველა დაჩაგრულის შემწე, ყველა მოწადინებულის თანამდგომი, უაღრესად განათლებული...ამ საქებარი სიტყვების ნუსხა დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო.. ოთარ ჭითანავასთანა კაცები დღევანდელობას თითზე ჩამოსათვლელად შემორჩა, მისგან ყოველთვის ღირებული რჩევა შეგეძლო მოგესმინა, მისი ბრძენკაცული ქმედებებით კი მუდამ მოხიბლული რჩებოდი, ცალკე ამბავია ბატონი ოთარის მჭერმეტყველება და თამადობა... ეს იყო ქართული სულის ნამდვილი ზეიმი, ბატონი ოთარი გამორჩეული ქველმოქმედი და პატრიოტი გახლდათ, მისი წყალობით ზუგდიდის დადიანების სასახლეები უმძიმეს წლებში დანიავებას, ტერიტორიების დატაცებასა და გაპარტახებას ბევრჯერ გადაურჩა, მისი თანადგომით უცხოეთიდან მუზეუმმა არაერთი ძვირფასი ექსპონატი დაიბრუა.. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ბატონი ოთარის ამ ქვეყნიდან წასვლა მისი საყვარელი ზუგდიდისათვის დიდი დანაკლისი და ტკივილია! ცხონება თქვენს სულს, სამარადისო სხოვნა თქვენს სახელს და უკვდავება თქვენს ღირსეულ საქმეებს''-ამის შესახებ გიორგი კალანდია წერს.

მარიამ ქვრივიშვილი – ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორის გაძლიერება

ჩვენი ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გამორჩეულია და ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის. 2021-2025 წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საშუალოდ, 9,3%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროგნოზებს თუ შევხედავთ, მათ შორის სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო უპირობო ლიდერია, რომელსაც საშუალოვადიან პერსპექტივაში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა – 5,1 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგნოზები პოზიტიურია და ხელისუფლების მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორის გაძლიერების უზრუნველყოფა, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა.„ძალიან თანმიმდევრულად ვუდგებით თითოეული სექტორის განვითარებას, რასაც უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ჯამურ ეკონომიკურ წინსვლაში და, რა თქმა უნდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. საბოლოოდ, ეს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაზე აისახება“, – აღნიშნა მინისტრმა.ქვეყნის განვითარების დინამიკაზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა 2025 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.მისი შეფასებით, გასული წელი იყო გამორჩეულად წარმატებული, მათ შორის ისეთ საკვანძო სექტორებში, რომლებსაც უდიდესი როლი აქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და უშუალოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.„განსაკუთრებულად აღსანიშნავია ტურიზმის ინდუსტრია, სადაც რეკორდი გვქონდა ორი მიმართულებით – ეს იყო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა და ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს – 4,7 მილიარდ დოლარს მიაღწია“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მეუფე შიო – გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ

გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში, - ამის შესახებ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.მან მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული“.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დღესასწაულს და ასევე - საშინელი სამსჯავროს ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, კურთხევას.როგორც იცით დღევანდელი დღესასწაულის ისტორია, მართალ სვიმეონს სულიწმინდისგან ეუწყა, რომ არ გარდაიცვლებოდა, სანამ არ იხილავდა თავისი თვალებით ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს. და აი, უფალ იესო ქრისტეს შობიდან მეორმოცე დღეს, როდესაც ყოვლადწმინდა ქალწულმა ღვთისმშობელმა რჯულში დადგენილი წესისამებრ ტაძარში მიიყვანა თავისი ახალშობილი ძე, იქ იმყოფებოდა მართალი სვიმეონიც. მან იცნო ჩვილ იესოში სოფლის მაცხოვარი, ხელში აიყვანა, მიიხუტა და წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვები, რომლებსაც დღესაც ვიმეორებთ: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“ (ლკ. 2, 29-30). ე. ი. რაკი ჩემი თვალით ვიხილე სოფლის მაცხოვარი, ახლა შემიძლია მშვიდობით შევხვდე სიკვდილს.ტაძარში იყო ასევე წინასწარმეტყველი ანა, რომელიც უფალს ადიდებდა და ყველას, ვინც მოელოდა გამოხსნას იერუსალიმში, ვინც ტაძარში მოდიოდა, ელაპარაკებოდა მაცხოვრის შესახებ.ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული: მართალი სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღთქმის - ახალ აღთქმასთან, ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული.და აი, ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე, რაც არის ღმერთთან შეხვედრა. ის ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ის შეიძლება მოხდეს ლოცვაში, ის ხდება დიდ განსაცდელში, სნეულებაში, ღმერთთან შეხვედრა ხდება შეჭირვებული ადამიანის გვერდით, ღმერთთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს დიდი სიხარულის დროს, რომელსაც უფალი გვაძლევს, განსაკუთრებით ღმერთთან შეხვედრა ხდება წმინდა ზიარების საიდუმლოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ უფალს, ვერ ვცნობთ მას და გვერდს ვუვლით. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც არის ადამიანის გულის არაწმინდება, რომელიც აბნელებს ჩვენს სულიერ ხედვას და ხელს გვიშლის, დავინახოთ უფალი, დავინახოთ ის, რაც სინამდვილეში თვალნათლივ დასანახი უნდა იყოს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მთ. 5,8).მაშასადამე, გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში. ამიტომაც ხშირად ვლოცულობთ ფსალმუნთა სიტყვებით: „გული წმიდა დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“ (ფს. 50, 10).ქრისტესთან შეხვედრა მრავალჯერ ხდება ცხოვრებაში, მრავალია ამის შესაძლებლობა. ეს გვეძლევა, როგორც დიდი ნუგეში და წყალობა. ამას ადასტურებს ქრისტიანული ცხოვრების, დიდი სულიერი ადამიანების სწავლება და გამოცდილება. უფალთან ეს შეხვედრები გვეძლევა ასევე, როგორც საწინდარი, ძვირფასო ძმებო და დებო, იმ გადამწყვეტი და უკანასკნელი შეხვედრისა, რომელიც ყველას მოგველის გარდაცვალების შემდეგ.დღეს არის ხსენება საშინელი სამსჯავროსი და ამ შეხვედრის გამო, უფალი გვამზადებს; ამ შეხვედრის გამო, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, ღვთის სიტყვა გვმოძღვრავს და ეს შეხვედრა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მისთვის უნდა ვემზადებოდეთ. ეს შეხვედრა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ამ ცხოვრებაში შეიძლება შეგნებულად თუ შეუგნებლად უგულებელვყოფდეთ ღმერთთან შეხვედრებს, მაგრამ ეს უკანასკნელი და გადამწყვეტი შეხვედრა უფალთან გარდაუვალია. როგორც გითხარით, არ არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ გვსურს თუ არა, მზად ვართ თუ არა მისთვის.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, მირქმის დღესასწაულს; შეგვეწიოს უფალი, რომ ღირსეულად განვვლოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრება და მშვიდობით წარმოვთქვათ ჩვენი „აწ განუტევე“, ხოლო როდესაც წარვდგებით ღვთის წინაშე, მოვისმინოთ არა მისი მკაცრი სიტყვები: „წადით ჩემგან, წყეულნო, არ გიცნობთ თქვენ“ (მთ. 25, 41), არამედ მისი მოწყალე სიტყვები: „მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული დასაბამითგან სოფლისა“ (მთ. 25, 34). ამინ“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

„გახარია საქართველოსთვის“ – ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია – სადებატო არაფერია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში.ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.მათი განმარტებით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია და არა დებატების საგანი.„ევროინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანი, რასაც საქართველოს მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს.შესაბამისად, სადებატო არაფერია!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები