ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის დაწყების თარიღი დასახელდა

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის 12 ივნისს დაიწყება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება.

პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. აღნიშნული კატეგორიებია:

1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);
3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
4) დედმამიშვილები;
5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მიმდინარე წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის რეგისტრაციის წესს ამარტივებს.

სააგენტოში მისვლის ნაცვლად, სსსმ ბავშვების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა 100, ფორმა 50) და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: kidsreg2020@gmail.com.

ყველა სხვა სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად.

მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს, 12:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად შეძლებს. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2020 წლის 14 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადაზე თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ.მან თავისი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა და მსაჯებმა მისი გამოსვლა 140.17 ქულით შეაფასეს.

პარიზის გარნდ სლემზე პირველ წრეში გამარჯვება ოთხმა ქართველმა მოიპოვა

პარიზში ძიუდოში 2026 წლის პირველი გრანდ სლემი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს პირველ წრეში გამარჯვება ოთხმა ქართველმა მოიპოვა – კოტე კაპანაძემ (81 კგ), ნიკა ხარაზიშვილმა (100 კგ), ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) სასტარტო დაპირისპირებები კარგად ჩაატარეს და მომდევნო ეტაპზე გავიდენენ.81კგ-ში იაპონელ იოშიტო ჰოჯოსთან დამარცხდა და გრანდ სლემს გამოეთიშა ზაურ დვალაშვილი.დღეს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ) იასპარეზებს.

ჩინეთში მშობლებმა 32 წლის წინ გატაცებული შვილი იპოვეს

ჩინელმა მშობლებმა იპოვეს შვილი, რომელიც 1988 წლის 17 ოქტომბერს სასტუმროდან გასტაცეს. ამის შესახებ BBC წერს.მაო ინი ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ბიოლოგიურ მშობლებს. ის ორი წლის იყო, როცა გაიტაცეს.მშობლების ინფორმაციით, ბავშვი მამას საბავშვო ბაღიდან სახლში მიჰყავდა, როცა მას მოსწყურდა და მამას წყალი სთხოვა. მამამ ავტომობილი ახლომდებარე სასტუმროსთან შეაჩერა, თუმცა უკან დაბრუნებულს ვაჟი მანქანაში აღარ დახვდა.შემთხვევა შენსის პროვინციაში, ქალაქ სიანში მოხდა.ბავშვის დაკარგვის შემდეგ დედამისმა სამსახური მიატოვა და ჩინეთის 10-ზე მეტ პროვინციაში დაიწყო შვილის ძებნა, დაარიგა 100 ათასზე მეტი საინფორმაციო ბუკლეტი, თუმცა ათწლეულების განმავლობაში ქალს არავინ გამოხმაურებია.ამის მიუხედავად, მშობელს შვილის ძებნა არ შეუწყვიტავს; დადიოდა ტელევიზიებში და ცდილობდა ასე მიეწვდინა ხმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც შესაძლოა, მისი შვილის შესახებ რაიმე სცოდნოდა.2007 წელს ქალმა მოხალისეთა ჯგუფიც კი შექმნა. გაერთიანებას დაარქვა „შვილო, დაბრუნდი შინ“ და უკვე სხვა მშობლების დახმარება დაიწყო. ჯგუფის მიზანი დაკარგული ბავშვების მოძიება იყო. ამ დრომდე, მოხალისეებმა 29 დაკარგული ბავშვი დაუბრუნეს ოჯახს.2020 წლის აპრილში სიანის პოლიციაში შევიდა შეტყობინება; სიჩუანის პროვინციიდან (გატაცების ადგილიდან 1 000 კილომეტრის მოშორებით) 34 წლის კაცი იტყობინებოდა, რომ მცირე ასაკში იშვილეს და ჰქონდა ეჭვი, რომ სწორედ ის ქალი იყო მისი მშობელი, რომელიც ათწლეულები ყველა საშუალებით ცდილობდა მის მოძებნას.მას დნმ-ის ანალიზი ჩაუტარეს და დადგინდა, რომ ის მართლაც ის ადამიანია, რომელიც 32 წლის წინ გაიტაცეს.როგორც ირკვევა, მოტაცების შემდეგ ბავშვი სხვა ოჯახს მიჰყიდეს.

იაგო ხვიჩია – კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხიб პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტადб საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი მაგონებს პატარა ბავშვების ჩხუბს, სადაც ბავშვები ერთმანეთს აჯავრებენ, არა, მე მოგიგე, არა, მე მოგიგეო და შემდეგ მეორე ღიზიანდება, ვინც უფრო ძლიერიაб ის სცემს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამ მიდგომაში დაახლოებით ასეთ ბავშვურ მიდგომას ხედავს.„ვფიქრობ, პირიქით, რა მიზნებიც ამ კანონს აქვს, იმის საწინააღმდეგო შედეგს მიიღებს „ქართული ოცნება“, რადგან, საბოლოო ჯამში, მასშტაბურად ვერ აუკრძალავ ადამიანებს იმის თქმას, რაც პირზე ადგათ და როცა ხალხს მოუნდება, მთავრობას უთხრას, რომ მას არ აღიარებენ, ამას კანონით ვერავინ ვერ დაიცავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.მისი თქმით, ქართული პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად, ეს უფრო საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, რომლებიც ამ პაკეტში შედის, მათ შორის, საერთაშორისო დაფინანსების მიღების აკრძალვა.„გმომდინარე იქიდან, რომ არსებული კანონმდებლობითაც ხელისუფლებას ყველაფრის უფლება აქვს, მოგეხსენებათ, როცა სასამართლო ჯიბეში გიზის, რასაც გინდა, იმას გააკეთებ, მაგრამ ასეთი ტიპის ცვლილებები და ამასთან გამოწვეული ხმაური უკავშირდება იმას, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ჩვენი მკაცრი მთავრობა არ ხუმრობს და ყველას დასჯას აპირებს. მგონია, ეს არის მესიჯი, თორემ ბოლო წლების განმავლობაში რისი უფლება არ ჰქონიათ და არ მიუცია სასამართლოს მათთვის?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტო – „დანონი ნუტრიციის“ შეტყობინების საფუძველზე ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან, „დანონი ნუტრიციიდან“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვნა განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას.„2026 წლის 2 თებერვალს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) ბავშვთა კვებისთვის  დააწესა ცერეულიდის (cereulide) დაბალი ზღვარი. წარმოების პერიოდში კი „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა, კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებაღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მულტინაციონალური კომპანიის, „დანონი ნუტრიციის“ ბრენდის პროდუქტების იმპორტიორმა საქართველოში – კომპანია „ჯისი Georgian Info Service“-მა (სკ 211357850) მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება სარეალიზაციო ქსელიდან სურსათის კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ, დაუკავშირდა დისტრიბუტორს და მიმდინარეობს საწყობის დეტალური ინვენტარიზაცია.პირველადი მონაცემებით, საწყობში აღნიშნული პარტიის პროდუქცია არ იძებნება. აღმოჩენის შემთხვევაში კი შემდგომი რეაგირების მიზნით სურსათი დაილუქება.სურსათის ეროვნული სააგენტო პროცესზე სრულ ზედამხედველობას ახორციელებს და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას.ცერეულიდი (cereulide) არის ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ და იწვევს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები