ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

ოზურგეთში დაბა ანასეულში რადიაციულ კერებს ამოწმებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ოზურგეთში, დაბა ანასეულში, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ყოფილი ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიოაქტიურად დაბინძურებული ნიადაგის რადიომეტრული მორიგი კვლევა განახორციელეს.

ტერიტორია გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ყოფილი ინსტიტუტის გაძარცვის დროს დაბინძურდა.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ტერიტორიის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს.

სპეციალისტები, გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუკვაძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიაქტიური ნარჩენების დეპარტამენტის უფროსის, გია ნაბახტიანის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში ხელშეკრულება გაფორმდა შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრთან.

„ხელშეკრულების ფარგლებში,  ტერიტორიის დეტალური და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, შვედი ექსპერტების ჩართულობით, უკვე დაწყებულია პროექტი. იგეგმება მიწის ზედაპირის დეტალური რადიოლოგიური მონიტორინგი და დაბინძურებულ ადგილებზე რადიონუკლიდების მიწის სიღრმეში განაწილების შესწავლა. ჩატარდება გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები. კვლევების დასრულების შემდეგ, მომზადდება დეტალური გეგმა, რომელშიც პრობლემის მოგვარების მეთოდები გაიწერება. კონკრეტული სამუშაოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას საჭიროებიდან გამომდინარე იქნება მიღებული“, – განაცხადა გიორგი ნაბახტიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მწვანე დაფინასებასთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია - „მწვანე დაფინანსება და მისი ინსტრუმენტები - უცხოეთის და საქართველოს გამოცდილება“ გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციას, რომელიც საუნივერსიტეტო პროექტის - „მწვანე ფინანსები და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები“ - ფარგლებში ჩატარდა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მზევინარ ნოზაძე უძღვებოდა. საჯარო ლექციას, სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, დეკანის მოადგილეები - პროფესორი გუგული ყურაშვილი და ასოცირებული პროფესორი გიორგი სულაშვილი, ასევე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები. როგორც მზევინარ ნოზაძემ აღნიშნა, მწვანე, იგივე მდგრადი დაფინანსება იმ ტიპის აქტივობათა პოპულარიზაციას და ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომლებიც ეხება სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას. მისი თქმით, მსოფლიოში სულ უფრო მზარდია ისეთი პროექტებისა და აქტივობების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების განეიტრეალებისკენ, ცნობიერების ზრდისკენ ისეთ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება, ინკლუზიურობა, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა, შემოსავლის თანასწორობა, შრომითი უფლებები და სხვა. გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა მდგრადი დაფინანსებისა და მწვანე ინიციატივებში ინვესტირების შესაძლებლობებზე, გამოცდილებასა და ინსტრუმენტებზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და აღნიშნა, რომ მწვანე დაფინანსების მხრივ განსაკუთრებით მზარდია ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტების, ანუ მწვანე და მდგრადი ბონდების გამოყენების ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც ეტაპობრივად იკიდებს ფეხს. მისი თქმით, ქართული კომპანიების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს მწვანე, სოციალური და მდგრადი ობლიგაციების გამოშვება, რომელთა მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. როგორც მზევინარ ნოზაძემ აღნიშნა, მწვანე პროდუქტები და მათგან მომდინარე სერვისები ნებისმიერ ქვეყანაში დადებით გავლენას ახდენს კომპანიების კონკურენტუნარიანობაზე, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის პოზიციონირებას მწვანე მიწოდების ჯაჭვებში, რაც თავის მხრივ, არა მხოლოდ ზრდის ექსპორტის პოტენციალს საერთაშორისო ბაზარზე, არამედ ენეგოეფექტურობის და რესურსეფექტურობის გამოყენებით, წვლილი შეაქვს ეკონომიკის უარყოფითი გავლენების შემცირებაში გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექცია ინტერაქციურ ფორმატში ჩატარდა - დაისვა არაერთი შეკითხვა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან, ასევე, გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები მდგრად და მწვანე დაფინანსებასთან დაკავშირებით.

საპროცედურო კომიტეტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა. კერძოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს სამი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ წევრებს: მარიკა არევაძეს, ლაშა ბაქრაძეს, თინათინ ბოკუჩავას, საბა ბუაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ანა გოგოლაძეს, სოფიო გოლეთიანს, ანა დოლიძეს, გიორგი ვაშაძეს, თენგიზ თევზაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, გიორგი იმედაშვილს, გიორგი კირთაძეს, ცოტნე კობერიძეს, მაია კოპალეიშვილს, თამარ კორძაიას, ირაკლი კუპრაძეს, თამარ ლალიაშვილს, გიორგი ლემონჯავას, ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან სამუშიას, ირაკლი ფავლენიშვილს, ანი ქავთარაძეს, ოქტაი ქაზუმოვს, ბორის ყურუას, ფიქრია ჩიხრაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, გიორგი წერეთელს, ანა წითლიძეს, ივანე ჭყონიას, ლევან ხაბეიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ირაკლი ხვადაგიანს, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძეს, გაიოზ ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, სოფიო ჯაფარიძეს. კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პლენარულ სესიაზე მიიღებენ. „საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კონკრეტულმა პარტიებმა, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და ჰქონდათ სრული სამართლებრივი შესაძლებლობა, მიეღოთ მანდატი, შემობრძანებულიყვნენ პარლამენტში და საკუთარი უფლებამოსილება განეხორციელებინათ, როგორც პარლამენტის წევრებს, სხვადასხვა დროს დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ეს პარტიები გახლავთ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საპროცედურო კომიტეტმა, რეგლამენტის შესაბამისად, განახორციელა კონკრეტულ პირთა მიერ განცხადების შემოტანის და მასზე განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოხდა პარლამენტში, პარლამენტის თანამშრომლების თანდასწრებით. მოახდინა მოკვლევა და დაადგინა, რომ ყველა განცხადება არის ნამდვილი. შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგია, ამ პირთათვის, რომელიც არის 49 პირი, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ანუ დასკვნის მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტზე საკითხის განხილვამდე. შეგახსენებთ, სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) განცხადებები დაწერეს და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს მიმართეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა განცხადება ოფიციალურად არ დაუწერიათ და ამ მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.

“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ჩვენება სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა – ბიძინა ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ჩვენება სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა. საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა - არგუმენტად კომერციული საიდუმლოების დაცვა დასახელდა. ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ბიძინა ივანიშვილმა კითხვებს დისტანციურად უპასუხა. გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს, ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა. კრიპტოვალუტის ღირებულება, გამოძიების ცნობით, მითვისების დროს, 43 მილიონ დოლარამდე იყო.

„მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კუნძული დატოვა… რაც უფრო აგვიანებს მთავარი მიწისძვრა, მით უფრო ძლიერი შეიძლება იყოს ის“ – ბოლო ცნობები საბერძნეთიდან

სანტორინზე მიმდინარე მოვლენები მთელი საბერძნეთის ყურადღების ეპიცენტრშია. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კუნძული დატოვა და ათენისკენ გაემართა, რადგან შიშის გამო სახლებში დარჩენა არ შეუძლიათ. ექსპერტები ყველანაირ სცენარს ღიას ტოვებენ და ეფთიმიოს ლეკასის განცხადებით, რაც უფრო ჭიანურდება ძირითადი მიწისძვრის მოხდენა, მით უფრო იზრდება შანსი, რომ ის უფრო ძლიერი იყოს. ყველაზე უარესი სცენარი, ალბათ, არის, რომ მოხდეს 6 ბალიანი მიწისძვრა, მაგრამ არც გარანტიები არსებობს, რომ ნამდვილად ასეთი ძლიერი იქნება. „სანტორინის მკვიდრები არ უნდა იყვნენ პანიკაში, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მიზეზი, რომ გავიქცეთ, არ გვაქვს. უბრალოდ, ემოციურად რთულია, როდესაც ბიძგები გაუჩერებლად გვაქვს და გასაგებია ხალხის აღელვება. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ვადგენთ სეისმურ ხარვეზებს,“ - აცხადებს ლეკასი. სანტორინისა და ამორგოს ტერიტორია იანვრიდან მოყოლებული აქტიურია სეისმურად, თუმცა, ბოლო სამი დღის მანძილზე ბიძგების ძალა უკიდურესად დიდია.

ჯგუფ „დაიტოვეს“ ინფორმაციით, ლევან იოსელიანის სახლთან პოსტერები გააკრეს და დატოვეს წარწერები „რუსის მონა“, „რეჟიმის მცველი“

„რეჟიმის მცველი“, „რუსის მონა“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, – ამ შინაარსის წარწერები დატოვეს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის სახლთან. სადარბაზოს შესასვლელთან ასევე გააკერეს სხვადასხვა შინაარსის პოსტერები. აღნიშნული ინფორმაცია და ფოტოები ჯგუფ „დაიტოვეში“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავად გაავრცელა. „რუსული რეჟიმის მცველს და ბიძინას პირად მონას ბატონ ლევანსაც ვესტუმრეთ დღეს. ხალხის ცემა, წამება, უკანონო დაკავება, გატაცება, ძარცვა და სხვა დანაშაულებები თუ  არ არის მისი შესაფასებელი, აი ეს შეაფასოს ახლა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ჩვენ ყველასთან მივალთ ! ძირს დიქტატურა! ეძღვნება სისტემისდგან რეპრესირებულ ყველა ადამიანს! ბოლომდე“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს.

ბოლო სიახლეები