12 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ვიქტორ ორბანი – ჩვენ წინაშე არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს უნგრეთის მთავრობას, ზელენსკი თუ მე, თუ იქნება მთავრობა, რომელიც უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საარჩევნო დემონსტრაციაზე ოპოზიცია უკრაინის ინტერესების გამტარებლად მოიხსენია.„მე სათანადო მოკრძალებით ვამბობ, რომ ჩვენ წინაშე რეალური არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას: ზელენსკი თუ მე. ამ ორიდან უნდა ამირჩიოთ მე“, – განაცხადა ორბანმა.ვიქტორ ორბანის თქმით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთის ფული უკრაინაში გადაიგზავნება.„უნგრეთს თუ ეყოლება მთავრობა, რომელიც უნგრელების ნაცვლად უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება
ცეცხლის გარდამოსვლის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული
ცეცხლის გარდამოსვლის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, პოლიცია ეკლესიის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კოორდინაციით კვირების განმავლობაში ემზადებოდა.ცეცხლის გარდამოსვლის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იქნება განლაგებული, რომელთა მთავარი ამოცანა უსაფრთხოების დაცვაა.„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან რამდენიმე დღის წინ, როგორც იცით, ისრაელი იყო ირანის რეჟიმის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების იერიშის ქვეშ. დღეს კი წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, რომელიც შეზღუდულ ფორმატში უნდა გამართულიყო, სრული მასშტაბით იმართება. ისრაელის პოლიცია კვირების განმავლობაში გადიოდა მზადებას ეკლესიის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით. ადგილზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იქნება, რომლებიც აქ მყოფებს დაიცავენ და უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, ღონისძიებამ უსაფრთხოდ ჩაიაროს და ყველამ ისიამოვნოს“, – აცხადებს ისრაელის პოლიციის წარმომადგენელი დინ ელსდანი.ცნობისთვის, წელს ცეცხლის გარდამოსვლა განსაკუთრებულ ვითარებაში იმართება. ირანთან ომის გამო დაწესებული შეზღუდვები ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ მოიხსნა, რამაც მისი სრული მასშტაბით ჩატარება გახადა შესაძლებელი.
ეგვიპტის უდაბნოში უძველესი ქრისტიანული მონასტერი აღმოაჩინეს – IV საუკუნით დათარიღებულ ნაგებობაში ბერებმა წარწერები დატოვეს
ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ეგვიპტის უდაბნოში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს უძველესი მონასტერი, რომელიც ქრისტიანობის ადრეულ ხანას მიეკუთვნება. ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონასტერი ნაპოვნია ვადი-ელ-ნატრუნში, ბეჰეირას პროვინციაში.ვადი-ელ-ნატრუნი ითვლება “ეგვიპტესა და მსოფლიოში მონასტერიზმის აღმოცენების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრად“. ნაგებობა ახალი წელთაღრიცხვის IV-VI საუკუნეებით თარიღდება.ალიზის აგურით აშენებული შენობა დაახლოებით 21,528 კვადრატულ ფუტს მოიცავს; მისი კედლების სისქე სამ ფუტზე მეტია, ხოლო ოთახების სიმაღლე დაახლოებით შვიდ ფუტს აღწევს.არქიტექტურა და აღმოჩენები სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ღია ეზოს, რომელიც გარშემორტყმულია შენობებით. ამ ნაგებობებში განთავსებული იყო ბერების სენაკები, ღუმელები, სამზარეულოები და სათავსოები.
კედლის მხატვრობასა და არქიტექტურულ ელემენტებთან ერთად, არქეოლოგებმა ასევე იპოვეს ადამიანის ჩონჩხის ნაშთები - რომლებიც, სავარაუდოდ, ბერებს ეკუთვნოდათ.“არქიტექტურული კვლევები აჩვენებს სხვადასხვა გადახურვის სისტემების გამოყენებას, მათ შორის ალიზის აგურით ნაგებ თაღებსა და გუმბათებს“, - აღნიშნეს ოფიციალურმა პირებმა.კედლები დაფარული იყო თეთრი ბათქაშის ფენით და შემკული იყო ფრესკებით, რომლებზეც გამოსახულია ჯვრები, პალმის ხეები და სხვადასხვა მცენარეული თუ გეომეტრიული მოტივები.გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე წარწერა იქ მცხოვრები ბერების სახელებით, აგრეთვე “რელიგიური ტექსტები, რომლებიც წყალობასა და შენდობას ითხოვდნენ“.მეცნიერული და ისტორიული მნიშვნელობა ტურიზმისა და სიძველეთა მინისტრმა, შერიფ ფათიმ განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა “წარმოადგენს მნიშვნელოვან შენაძენს ეგვიპტეში მონასტერიზმის საწყისების გასაგებად, რომელიც სწორედ ეგვიპტის მიწაზე დაიწყო, სანამ მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა“.არქეოლოგებმა მსგავსი სამონასტრო კომპლექსი იპოვეს იმავე, ბეჰეირას პროვინციაში.მანამდე, იანვარში, ეგვიპტელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს კიდევ ერთი მონასტრის აღმოჩენის შესახებ სოჰაგის პროვინციაში, სოფელ ალ-დუვეირში. იქ არქეოლოგებმა მიაკვლიეს ბიზანტიური პერიოდის “ბერების სრულად ინტეგრირებული საცხოვრებელი კომპლექსის“ ნაშთებს.
ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში ჰესის მშენებლობას გეგმავს – მას მთავრობამ მიწა 49 წლის ვადით გადასცა: რა ხდება ცნობილი
bpn.ge-ს ინფორმაციით, ცნობილი ქართველი კალათბურთელის, NBA-ს ორგზის ჩემპიონ ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში ჰესის მშენებლობას გეგმავს - მთავრობამ მიწა 49 წლის ვადით გადასცა.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, შპს “სადმელი ჰესს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა და მასზე განთავსებული უძრავი ქონება 49 წლის ვადით გადაეცა, რათა მდინარე რიცეულაზე ჰიდროელექტროსადგური ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს.მთავრობის განკარგულების მიხედვით, ქონება კომპანიას გადაეცა “აღნაგობის უფლებით“, რაც ნიშნავს, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება, თუმცა კომპანიას უფლება აქვს იქ ააშენოს ობიექტი და გამოიყენოს იგი.
ამასთან, კომპანია ვალდებულია ქონებით სარგებლობისთვის სახელმწიფოს ყოველწლიურად გადაუხადოს 18 973 ლარი.დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტი ეფუძნება 2025 წლის 24 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც დადებულია სახელმწიფოს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და კომპანიას შორის. ეს ხელშეკრულება განსაზღვრავს ჰესის მშენებლობისა და მუშაობის პირობებს.
ქონების გადაცემისა და პროცესის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელმაც უნდა გაატაროს ყველა საჭირო პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად.
ცნობისთვის, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს “სადმელი ჰესი” 2023 წლიდან არის რეგისტრირებული და მისი სრული სააქციო პაკეტის მფლობელი ზაზა ფაჩულიაა.
რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა.ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.ვნების შაბათის მინიშნებები დიდ შაბათთან უამრავი მინიშნებაა დაკავშირებული და ზოგი მათგანი დღემდე არის შემონახული. მაგალითად, დიდი შაბათს მზიანი და თბილი ამინდი ცხელი ზაფხულის მომასწავებელია. მოღრუბლული კი – წვიმინი და გრილის.აღდგომის წინა ღამის გათენება, ბედნიერების საწინდარია. ეკლესიაში ნაკურთხი კვერცხის წყალში ჩაგდება და იმ წყლით პირის დაიბანა, ჯანმრთელობის სიბერემდე შენარჩუნებას მოასწავებს.ასევე კარგის ნიშანია დიდ შაბათს დაბადებაც. ითვლება, რომ ამ დღეს დაბადებულებს უბედურება გვერდს უვლის. მათ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ, იღბლიანები არიან და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს.ცუდის ნიშანია დიდ შაბათს მხიარულება და სიცილი – შეიძლება შემდეგ მთელი წელი იტიროთ. ცუდია ასევე დიდ შაბათს რამის გაცემა სახლიდან, იმიტომ რომ შეიძლება მას კეთილდღეობა, იღბალი და ჯანმრთელობა მიჰყვეს.

