63 წლის კაკო ჯეირანაშვილს, რომელსაც ტიტები უჭკნებოდა, 5000 ლარი შეუგროვეს
12 წლის წინ, ატმის დაბერებული ხეები მოჭრა და ბოსტანში ტიტა დარგო. „მეზობლები გაკვირვებულები დარჩნენ, ვინ მარწყვს ამრავლებდა, ვის ბოსტნეული მოჰყავდა და მე ტიტა რომ დავრგე, მეუბნებოდნენ, საიდან მოიგონეო. რაც ატამი უნდა მოსულიყო, ამ ყვავილმა ორჯერ და სამჯერ მეტი შემოსავალი მომცა“, – კახეთში, სოფელ კოლაგში მცხოვრები 63 წლის კაკო ჯეირანაშვილი სულ მცირე 2000-მდე ლარის შემოსავალს წელსაც ელოდა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტიტა ვერ გაყიდა.
„თბილისში, ნავთლუღის ბაზარში 4-5 კაცს ვიცნობ. წინა წლებში მათთან ჩამქონდა. წელსაც რომ აყვავდა, დავრეკე და მითხრეს, ბაზარი დაგვიკეტეს, ვისთანაც ვაბარებდით მაღაზიაში, ისინიც დახურულები არიანო. ტყუილად არ იწვალო, არ ჩამოიტანო კაკო ძია, ხარჯი არ გაწიოო“.
„დილით რომ გამოვალ, ვმშვიდდები ხოლმე, მაგრამ ეხლა გამოსვლაც არ მინდა, ამ პერიოდში ასე რომ ვუყურებ. ერთი 10-15დღე ძლებს, მერე გასცვივა ყვავილები და დაჭკნება“.
კაკო ჯეირანაშვილის შესახებ გუშინ რადიო თავისუფლებამ მოგვითხრო. კაკოს დახმარების სურვილი ბევრ ადამიანს გაუჩნდა. მარიამ ნატროშვილმა ფეისბუკში კამპანია წამოიწყო – იყიდე წითელი ტიტა. დახმარების მსურველებს კაკო ჯეირანაშვილის ოჯახის წევრის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ: GE62TB7096445061100088, მიმღები: ნანა ბეჟაშვილი.
„დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემი ეს გაჭირვება გულთან მიიტანა და დამეხმარა. ის ორი თუ ხუთი ლარი, ასი ლარიც, თვითონ იკლებენ და გაჭირვებულ ადამიანს ეხმარებიან, ეს ხომ დიდი სიკეთეა. მთელი ცხოვრება ასე იყავით, დღეს რა სიხარულიც მომანიჭეთ“, – კაკოს დასახმარებლად, კამპანიის ორგანიზატორების ინფორმაციით, 5000 ლარამდე უკვე შეგროვდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, რომლის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა სამების ტაძრისკენ
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, რომლის შემდეგაც...
მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო
მიწის რეფორმის ქართული მოდელი აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გააცნო. სესიას მსოფლიოს...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მიშელ მუსხელის მოღვაწეობის ამსახველ, დღემდე უცნობ დოკუმენტაციას მიაკვლიეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო გრანტის - „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი...
გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია-მამა შალვა კეკელია
გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია, -...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...