ტაილანდის მეფე თვითიზოლაციისთვის ბავარიის სასტუმროში 20 ქალთან ერთად შეიკეტა
ტაილანდის მეფე თვითიზოლაციის პერიოდს ბავარიის კურორტ გარმიშ-პარტენკირხენში ატარებს. ის ძვირფას სასტუმროში თანხმლებ პირებთან ერთად განთავსდა.
67 წლის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნს, რომელსაც რამა X-ს უწოდებენ, თან 20 ქალისგან შემდგარი ჰარამხანა და რამდენიმე ათეული მსახური ახლავს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს. უცნობია, ამ 20 ადამიანში არის თუ არა მისი ოთხი ცოლი.
ვაჯირალონგკორნის ბავარიაში გაფრენის ამბავს ათიათასობით ტაილანდელი ბრაზით შეხვდა. მეფის კრიტიკა სოციალურ ქსელებში 15 წლამდე პატიმრობით ისჯება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტაილანდური ჰეშტეგი #რაშიგვჭირდებამეფე ტვიტერზე 24 საათში 1,2 მილიონჯერ გამოჩნდა.
ტაილანდის მეფეს საჯარო გამოსვლა თებერვლის შემდეგ აღარ ჰქონია. ამასობაში კი ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. ამჟამად ქვეყანაში 1 388 შემთხვევაა დაფიქსირებული.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...
6.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა
ახალი გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ...
ძალიან მძიმე ვითარება-ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს. მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა...
ბოლო ცნობები ისრაელიდან – რა ინფორმაციას ავრცელებს IDF-ი
IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროები თვალყურს ადევნებენ ყველა უპილოტო თვითმფრინავს, რომელიც ირანიდან ისრაელში გაუშვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ცოტა ხნის წინ...