სამშაბათი, თებერვალი 3, 2026

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი მეზობელ ბავშვებს სადარბაზოში ყოველდღე ზღაპრებს უკითხავს

გერმანიის ქალაქ აუგსბურგში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი ანა მუსმან-გაგნიძე ყოველდღე მეზობელ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს. მას შემდეგ რაც ანა გაგნიძის ინიციატივის შესახებ ადგილობრივმა გამოცემამ, Augsburger Allgemeine-მ დაწერა.

„მე გერმანული ენის მასწავლებელი ვარ და იმის გამო, რომ ახლა დისტანციურ რეჟიმზე ვართ გადასულები და სამსახურში სიარული არ მიწევს, სახლში ყოფნაც ძალიან მოსაბეზრებელი გახდა. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან, 14 და 18 წლის, ამიტომ გადაწყვიტე, 2-დან 11 წლამდე ასაკის მეზობელ ბავშვებს ყოველდღე ზღაპრები წავუკითხო. ყოველდღე 4 საათზე გავდივართ სადარბაზოში, ბავშვები სხედან აუცილებელი დისტანციის დაცვით და მე მათ ვუკითხავ ზღაპრებს. გარდა ამისა, ისინი ცეკვავენ, მღერიან, თამაშობენ, რა თქმა უნდა, ყველა აუცილებელი რეკომენდაციის გათვალისწინებით. ეს ყველაფერი ბავშვების მშობლებსაც ძალიან მოსწონთ, იმიტომ რომ ბავშვებისთვისაც მუდმივად სახლში ყოფნა ძალიან რთული და დამღლელია“, – ამბობს ანა მუსმან-გაგნიძე imedinews-სთან საუბარში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-ს გაუგზავნეს წინადადება, აღმოფხვრან ბარიერები, რათა შტატებთან ურთიერთობების სრულყოფილად გაჯანსაღება მოხდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-ს გაუგზავნეს წინადადება, აღმოფხვრან ბარიერები, რათა შტატებთან ურთიერთობების სრულყოფილად გაჯანსაღება მოხდეს.ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„რუსული მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გადავიდეთ ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის პირდაპირი ავიაკავშირის აღდგენასა და ჩვენი ჩამორთმეული დიპლომატიური საკუთრების დაბრუნებაზე. ამერიკელებს გადაეცათ წინადადებები ამ სერიოზული ბარიერების აღმოსაფხვრელად მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების სრულყოფილი გაჯანსაღების გზაზე“, – განაცხადა ლავროვმა.ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ თუ აშშ წავა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე, მაშინ აშშ-ისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლებლობები გაჩნდება, რომელთა შორისაც ლავროვმა დაასახელა მინერალები.

დავით გურგენიძე – ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა, იქნება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს

განათლების მინისტრის მოადგილესთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, უნივერსიტეტის აკადემიურმა ხელმძღვანელობამ, საბჭომ, დეკანებმა, ლექტორებმა, ადმინისტრაციამ თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს, რა არის დადებითი შერწყმაში და რას ვხედავთ უარყოფით მხარედ, ეს იყო პროფესიული საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, დაიგეგმა, რომ კვირის ბოლოს შეხვედრა შედგება განათლების მინისტრთან, რის შემდეგაც პოზიციები საბოლოოდ შეჯერდება.„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა, იქნება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს. მე, როგორც რექტორს, პირადი აზრი, დიდი ხანია, მაქვს, მაგრამ არ მაქვს უფლება აზრის დაფიქსირების, ვიდრე ყველა მხარესთან არ მექნება საუბარი. ჩემს აზრს დავაფიქსირებ კოლეგებთან, შემდეგ კი – ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ერთი წელია, 19 უნივერსიტეტი და განათლების სამინისტრო ვმუშაობთ განათლების რეფორმაზე, რომელიც ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, მაგრამ უნივერსიტეტის გაერთიანებაზე გადაწყვეტილება ჩემთვის და ჯაბა სამუშიასთვის ცნობილი წინა დღეს გახდა. მეორე დღეს, მინისტრთან შეთანხმებით, შევკრიბეთ პროფესორ-მასწავლებლები და გავაცანით ეს იდეები. მე და ჯაბა სამუშიამ ვიცით, რამხელა ტვირთი გვაქვს, გარწმუნებთ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – განაცხადა გურგენიძემ.

მე მუდამ ერთობის მომხრე ვარ და თუ ვინმე არღვევდა ამ ერთობას ხან ბოკერია იყო, ხან მამუკა ხაზარაძე… – თაკო ჩარკვიანი

„მე მუდამ ერთობის მომხრე ვარ და თუ ვინმე არღვევდა ამ ერთობას ხან ბოკერია იყო, ხან მამუკა ხაზარაძე სალომე ზურაბიშვილს ემხრობოდა საპრეზიდენტო არჩევნებში, ამიტომ მე არ ვიცი რა ერთობაზე საუბრობენ ისინი...“, -  ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ერთ-ერთ ფაილში ილუზიონისტი დევიდ ბლეინი წერს, რომ „მაგიურ ნომრებს“ ასრულებდა ბევრი პოლიტიკოსისთვის, მათ შორის იყო მიხეილ სააკაშვილი

ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელიც იძებნება.დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ფაილში ილუზიონისტი დევიდ ბლეინი ქალისთვის, რომლის სახელი და გვარი უცნობია, სავიზო აპლიკაციასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ცნობილი ილუზიონისტია. მისივე თქმით, წარმოდგენა გამართული აქვს ცნობილი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის ბილ კლინტონისთვის, დიმიტრი მედვედევისთვის, მიხეილ სააკაშვილისa და ვიქტორ იანუკოვიჩისთვის.„მე მქვია დევიდ ბლეინი, ვარ ილუზიონისტი და გამძლეობის ოსტატი. ცნობილი ვარ ჩემი მაღალი დონის გამძლეობის ნიჭით და სახელი გავითქვი, როგორც ქუჩის და ახლო ხედების მაგიური ნომრების შემსრულებელმა.მთელ მსოფლიოში გამოვდიოდი, რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დავამყარე და მოვხსენი, მათ შორის 17 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში სუნთქვის შეკავებით, 35 საათის განმავლობაში 105 ფუტის სიმაღლის ბოძზე დგომით და ერთი კვირის განმავლობაში კუბოში ყოფნით“, – წერს დევიდ ბლეინი.ამასთან, ბლეინი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მოგზაურობებში პირადად ასრულებდა მაგიურ ნომრებს პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, თავდაცვის მდივნის, დონალდ რამსფელდის, გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერის, ჰენრი კისინჯერის, ბილ გეითსისა და მერ მაიკლ ბლუმბერგის წინაშე.„ვასრულებდი ასევე მაგიურ ნომრებს რუსეთის პრეზიდენტისთვის, დიმიტრი მედვედევისთვის, საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და ყაზახეთის პრეზიდენტისთვის, ნურსულთან ნაზარბაევისთვის“, – წერს დევიდ ბლეინი.

„შემთხვევით ბუხარში ბენზინი შეასხა…“ – ამბროლაურში არასრულწლოვანს გლოვობენ

ამბროლაურში არასრულწლოვანი ტრაგიკულად დაიღუპა.არსებული ინფორმაციით, მოზარდმა ბუხარში ბენზინი შეასხა, რის შედეგადაც მიღებული დამწვრობებისგან გარდაიცვალა.„შემთხვევით ბუხარში ბენზინი შეასხა 40 დღე იწვალა მაგრამ ვერ გაუძლო ანგელოზმა ვერა...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები