პაატა იმნაძე – საქართველოში სწრაფად ხდება ის, რაც მსოფლიოში რამდენიმე დღეში, ამას ვაკეთებთ არა სწრაფი, არამედ მოლეკულური ტესტით
საქართველოში სწრაფად ხდება ის, რაც მსოფლიოში რამდენიმე დღეში. ამას ვაკეთებთ არა სწრაფი, არამედ მოლეკულური ტესტით, რომელიც დღეს მსოფლიოში ფუფუნებაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხი გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის დასადგენად მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პასუხს რამდენიმე დღე ელოდებიან, მაშინ, როცა საქართველოში ეს რამდენიმე საათში ხდება.
„ფართო რაღაც ეტაპზე, კი ბატონო საჭირო გახდება. დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს სიტუაცია, როდესაც გვჭირდება ზუსტი დიაგნოსტიკა, როდესაც ვერ ვიქნებით სწრაფი ტესტების იმედზე, რომის ცდომილებაც შეიძლება, იყოს 15-20 პროცენტი, ანუ 15-20 პროცენტი ინფიცირებულებისა სწრაფმა ტესტმა შეიძლება, ვერ დაიჭიროს. ეს ახასიათებს ნებისმიერ სწრაფ ტესტს. სწრაფი ტესტი – ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც ცე ჰეპატიტზე ხდებოდა კვლევა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ გაიარა.
როდესაც ჩვენ დღეს მოლეკულურ ტესტირებას ვაკეთებთ, ამაზე სწრაფად რა უნდა გავაკეთოთ?! მართალია, სწრაფი არ ჰქვია, მაგარ ვაკეთებთ უსწრაფესად. საქართველოში რამდენიმე საათში არის პასუხი, მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ოთხ-ხუთი დღე ელოდებიან პასუხს.
მოლეკულურ ტესტირებას, რომლის პასუხს მსოფლიოს უმდიდრეს და განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები ელოდებიან დღეები, საქართველოში ეს პასუხი აქვთ საათებში. რას ითხოვს ხალხი კიდევ, ვერ გავიგე. ეს არის პოპულისტობა. საქართველოში სწრაფად ხდება ის, რაც მსოფლიოში რამდენიმე დღეში. ამას ვაკეთებთ არა სწრაფი, არამედ მოლეკულური ტესტით, რომელიც დღეს მსოფლიოში ფუფუნებაა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
დეპუტატების დაპირისპირება პარლამენტში: “ქინძი”, “ქათამი”, “მამაძაღლი”, “არაკაცი”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლა გახდა. პაატა მანჯგალაძემ განაცხდა,...
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...